ნათია თურნავა: „ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა გავხადოთ ეკონომიკურად და ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი“

ნათია თურნავა: „ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა გავხადოთ ეკონომიკურად და ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი“

access_time2019-10-22 22:00:36

„ინფრასტრუქტურული ტიპის პროექტები საჭიროებს უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს და გრძელვადიან ინვესტიციებს და რასაკვირველია ეს ყველაფერი უნდა გავხადოთ ეკონომიკურად და ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის განცხადებით, საჭიროა ჩატარდეს ფინანსური, კომერციული და საინჟინრო კვლევები ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. ნათია თურნავას თქმით, კერძო საჯარო პარტნიორობის შესახებ კანონი, რომელიც საქართველომ 2017 წელს მიიღო საშუალებას იძლევა ბიზნესი შეფასდეს სათანადოდ და არსებობდეს რისკების გაზიარების მექანიზმი, რაც მინისტრის შეფასებით, მეტი ფონდების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. „საჭიროა ჩავატაროთ ფინანსური, კომერციული კვლევები პროექტთან დაკავშირებით, ასევე ტექნიკური და საინჟინრო კვლევები, ვინაიდან უმეტესობა ამ პროექტების ძალიან რთულია საინჟინრო თვალსაზრისით. კვლევები შეიძლება ჩატარდეს, თუმცა გარანტია იმისა რომ პროექტი იქნება 100%-ით მდგრადი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს კანონი კერძო საჯარო პარტნიორობის შესახებ, რომელიც ძალაში 2017 წელს შევიდა, რაც საშუალებას იძლევა კერძო ბიზნესი შეფასდეს სათანადოდ და რისკის გაზიარების მექანიზმი არსებობდეს. აღნიშნული საშუალებას აძლევს კერძო ბიზნეს შემოაბიჯონ ასეთი ტიპის პროექტებში, ამით უფრო მეტი ფონდები იქნება ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის." - აღნიშნა მინისტრმა.




ინფრასტრუქტურული პროექტების მდგრადობაზე საუბრისას, ნათია თურნავამ გარემოს დაცვის კომპონენტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანა ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას ეკოლოგიურად სუფთა ტექნიკურ გადაწყვეტილებების მიღების გზებზე. „თუ განვიხილავთ გარემოს მდგრადობის და კლიმატური ცვლილების კუთხით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინიტრო ყურადღებას ამახვილებს მდგრად განვითარებაზე, ჩვენ ყოველთვის გვაქვს დღის წესრიგში ეს საკითხები, ყოველთვის ყურადღებას ვამახვილებთ ეკოლოგიურად სუფთა ტექნიკურ გადაწყვეტილების მიღების გზებზე. ასევე ისეთი ტრანსპორტის შექმნაზე როგორიცაა მაგალითად დ რკინიგზა და მგზავრთა ტრანსპორტირება სარკინიგზო ტრანსპორტით. ჩვენ ტურისტული ქვეყანა ვართ და აუცილებელია შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი ბუნება." - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.







ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა
access_time2020-01-27 13:37:31
„ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია და დღეს იქნება შეხვედრა მაღალ დონეზე, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდეგი რეისების გადადების საჭიროებასთან დაკავშირებით. „შექმნილი გვაქვს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურაც მუშაობს საერთაშორისო...

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“
access_time2020-01-27 12:40:08
 2018 წელს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას. რამდენიმე დღის წინ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა და პროექტის ბედი დღემდე...

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!
access_time2020-01-27 09:54:23
2020 წლიდან, მეგატექნიკის მაღაზიათა ქსელში თქვენ შეძლებთ სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიანი სმარტფონების შეძენას. მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის სარეცხი მანქანებიც, ეტაპობრივად კი სამსუნგის პროდუქტების სხვადასხვა კატეგორიებსაც შემოგთავაზებთ.  ქართველმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის სამსუნგის ჰოლოგრამის მნიშვნელობა, თუმცა კიდევ ერთხელ...

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ
access_time2020-01-26 20:00:26
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?   როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია? გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ დაავადებას, რომელიც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების...

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა
access_time2020-01-26 19:00:51
Hyundai და Kia-მ ერთობლივად ჩადეს 100 მლნ.  საავტომობილო სტარტაპ Arrival-ში, რომლის ღირებულებაც შეფასდა 3 მლრდ. დოლარად - კომპანია შექმნა რუსეთის მოქალაქე დენის სვედრლოვმა, რომელიც ამჟამად საქმიანობს ინგლისში. შესაბამისად, კორეული გიგანტები მიიღებენ კომპანიის აქციების 3,3%-ს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგების მიზანია კომერციული ელექტრომობილების საყოველთაო დანერგვა, და 2025 წლისთვის ამ ტიპის მანქანების მწარმოებელთა სამეულში...


მსგავსი სიახლეები

up