ნათია თურნავა - ინფლაცია  მყისიერად სწორედ კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე გაიზარდა და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად მთელ მსოფლიოში

ნათია თურნავა - ინფლაცია მყისიერად სწორედ კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე გაიზარდა და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად მთელ მსოფლიოში

access_time2022-01-10 17:00:00

როდესაც ვსაუბრობთ, რომ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, ამავდროულად რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვხედავთ, რა არის მიმდინარე პერიოდში ეკონომიკის ნომერი პირველი გამოწვევა - ეს არის ფასების ზრდა, მაღალი ინფლაცია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის თქმით, მაღალი ინფლაცია უნდა დავინახოთ გლობალურ კონტექსტში, რადგან აქამდე, წინა პერიოდში არასდროს გვქონია მაღალი ინფლაცია და საქართველოსთვის არასდროს დასახელებულა დიდ გამოწვევად და პირიქით, ბოლო პერიოდში მაქსიმუმ 3 ან 4 პროცენტი იყო წლიური ინფლაცია.
„ინფლაცია გაიზარდა მყისიერად სწორედ კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად მთლიანად მსოფლიოში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რეგიონის წინასწარი შედეგები შედეგებით, სხვადასხვა ქვეყნაში, იგივე აშშ-ში ინფლაცია ბოლო 40 წლის განმავლობაში მაქსიმუმზეა ასული.



„იგივე მაღალგანვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში - მაგალითად, გერმანიაში ბოლო 29 წლის პიკზეა ინფლაცია, ჩვენს მეზობელ თურქეთში ინფლაცია ბოლო 19 წლის განმავლობაში მაქსიმუმზეა და 36 პროცენტს აღწევს წლიური მაჩვენებლით. თან მიმდინარეობს ეროვნული ვალუტის - ლირას დევალვაციის ფონზე, როდესაც ჩვენი ეროვნული ლარი საკმაოდ მყარი და სტაბილურია. განსაკუთრებით გაძვირდა მთელ მსოფლიოში სასურსათო პროდუქცია, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, 27%-ით და მეტით არის გაძვირებული სასურსათო პროდუქცია. ასევე მთლიანად მსოფლიოში გაძვირებულია ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი. აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც ინტეგრირებულია მსოფლიო ეკონომიკაში, ვერ იქნებოდა გამონაკლისი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.




მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს არის პანდემიით გამოწვეული ეფექტი, რაც ნიშნავს, რომ არის ერთჯერადი და დროებითი პრობლემა. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის პროგნოზით, გაზაფხულიდან მოსალოდნელია ინფლაციის დონის კლება და წლის ბოლომდე სრულად შესაძლებელია, რომ ისევ პანდემიამდელ ნიშნულზე დავიდეს.



„თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა არ ველოდებით ამ მომენტს და ამ ეტაპზეც ძალიან აქტიურად ვერევით ფასების დასტაბილურების, ინფლაციის მოთოკვის პროცესში. გვაქვს მთელი რიგი ინიციატივები სხვადასხვა საქონელთან მიმართებაში. ერთ-ერთი გახლავთ მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომელზეც წინადადებას ჯანდაცვის ახალი მინისტრი ამზადებს. ასევე მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს საექსპორტო პროდუქციის ზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას, რაც ფასების სტაბილურობაზე აისახება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის ნაბიჯებს, რომელსაც თავისი მანდატის ფარგლებში ახორციელებს ინფლაციის მოკლე ვადაში მოთოკვის მიზნით.



„ჩვენ, ეკონომიკური გუნდი აქტიურ რეჟიმში ვმსჯელობთ, თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები არის დაძლევადი, ჩვენ გვაქვს ამის გეგმა, ამის ხედვა და უკვე გაზაფხულიდან ველოდებით ნორმალიზაციას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up