ნათია თურნავა - ინერტული ტიპის წიაღის მოპოვების აქტუალობა დიდია და გვინდა ეს ინდუსტრია მსხვილ ტექნოლოგიურ ინვესტიციებზე ორიენტირებული გვინდა გავხადოთ

ნათია თურნავა - ინერტული ტიპის წიაღის მოპოვების აქტუალობა დიდია და გვინდა ეს ინდუსტრია მსხვილ ტექნოლოგიურ ინვესტიციებზე ორიენტირებული გვინდა გავხადოთ

access_time2019-12-29 23:00:17

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წიაღის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, წიაღის ეროვნული სააგენტოს დირექტორი მაია ზავრაშვილი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორი დავით გიგინეიშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი.



ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს წიაღის სექტორში მიმდინარე რეფორმა და რეფორმის ფარგლებში გამარტივებული პროცედურები გააცნო. თავის მხრივ, სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრს მათ წინაშე არსებული გამოწვევები გააცნეს და ხაზი გაუსვეს სექტორში განხორციელებულ ცვლილებებს, რის შედეგადაც მათ ლიცენზიების მოპოვება და ინერტული მასალების დამუშავების პროცედურები გაუმარტივდათ.



მიმდინარე შეხვედრას, ძირითადად, ქვიშისა და ინერტული მასალების მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენელები დაესწრნენ. მათ მიერ წარმოებული პროდუქციით, ძირითადად, ადგილობრივი სამშენებლო სექტორი სარგებლობს.




როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, წიაღის სექტორის რეფორმა პრიორიტეტულია და აღსანიშნავია, რომ ეს რეფორმა საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს და სავსებით ლოგიკური იყო დარგთან მსგავსი მასშტაბური შეხვედრის გამართვა.



„ინერტული მასალების მოპოვება-გადამუშავება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დარგია საქართველოში და მას დიდი წვლილი შეაქვს სამშენებლო ინდუსტრიაში. თავის მხრივ, სახელმწიფო ხელს უწყობს ამ ინდუსტრიას ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებით. ინერტული ტიპის წიაღის მოპოვების საჭიროება და აქტუალობა დიდია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ეს ინდუსტრია ორიენტირებული უფრო მსხვილ ტექნოლოგიურ ინვესტიციებზე, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ მხოლოდ მოპოვებით არ შემოიფარგლებოდნენ ჩვენი მეწარმეები და ძირითადი აქცენტი გადამუშავებაზე კეთდებოდეს. მისასალმებელია, რომ დღეს უკვე იმდენი შესაძლებლობა შეიქმნა და იმდენად შემოსავლიანია ეს ბიზნეს საქმიანობა, იმხელა რესურსი აქვთ მეწარმეებს, რომ ყველა ფიქრობს გადამუშავებაზე, განვითარებაზე, გაფართოებაზე. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან, დავიწყეთ პროცედურების გამარტივება, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, კანონში შედის და პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე გასულია ცვლილება, რომ მეწარმეს, რომელიც ახორციელებს მოპოვებას და პარალელურად, გადამამუშავებელი საწარმოს ამუშავების სურვილი აქვს, სახელმწიფო უფრო შეღავათიანად, მარტივად და ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურის გარეშე გადასცემს მიწას, რომელზეც უნდა ააშენოს საწარმო და დაასაქმოს ადამიანები.



„ჩვენ ასევე გავაცანით შეკრებილებს ერთი ფანჯრის პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, კომპანიებს არ უნდა უხდებოდეთ ერთი და იგივე სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში ცალ-ცალკე სიარული და წერილების მიწერა, ეს ყოვლად მიუღებელია. როგორც სხვა დარგებში ვახორციელებთ „ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას, ასევე წიაღის მოპოვებაშიც დავნერგეთ ეს პრინციპი. წიაღის სააგენტო უკვე სრულად არის დიგიტალიზებული და თავად მეწარმეებმაც აღნიშნეს, რომ არ უხდებათ თბილისში ჩამოსვლა და ადგილზე შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება. შემდეგი ეტაპია, გავამარტივოთ შეთანხმებების პროცედურები სხვადასხვა სტრუქტურასთან, - განაცხადა ნათია თურნავამ.







Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანიტრანსგენდერი ქალი გახდა

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანიტრანსგენდერი ქალი გახდა
access_time2020-07-12 11:30:38
...

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...


მსგავსი სიახლეები

up