ნათია თურნავა: გვსურს, საქართველოში მოპოვებული წიაღისეულის გადამუშავება საქართველოშივე ხდებოდეს

ნათია თურნავა: გვსურს, საქართველოში მოპოვებული წიაღისეულის გადამუშავება საქართველოშივე ხდებოდეს

access_time2020-02-11 16:48:31

„გვსურს, რომ საქართველოს წიაღისეული, ჩვენი ეროვნული სიმდიდრე არამხოლოდ მოპოვებულ იქნას საქართველოში, არამედ მისი გადამუშავებაც მოხდეს საქართველოში ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ახალი კომპონენტის პრეზენტაციაზე, რომელიც წიაღისეულის ათვისების მიზნით ასი პარალელური, სალიცენზიო აუქციონის გამოცხადებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრის განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეული საინვესტიციოდ მიმზიდველი წიაღითსარგებლობის ობიექტები, რომელთა ჯამური საწყისი სააუქციონე ფასი 82 000 000 ლარს შეადგენს, ხოლო მოსალოდნელი ინვესტიცია 120 მილიონ ლარს აჭარბებს.



პროექტის პრეზენტაცია დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბაზალტის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები, ბიზნეს-ასოციაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროგრამის ახალი კომპონენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა წარუდგინა.




ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში დეტალურად ისაუბრა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების აუქციონის მნიშვნელობაზე, მან აქცენტი გააკეთა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველოში მოპოვებული სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება ადგილზე, საქართველოშივე მოხდეს და ძირითადი ღირებულებაც საქართველოში დარჩეს.



„გვსურს, რომ ქართული მარმარილო გადამუშავდეს აქ და მოხმარდეს ახალი საშენი მასალის წარმოებას, ჩვენი ბაზალტი გადამუშავდეს აქ და მისგან ხელოვნური ბოჭკოები იწარმოებოდეს საქართველოში, ჩვენი თიხიდან იწარმოებოდეს ქართული კერამიკა და მან იმპორტი ჩაანაცვლოს, ჩვენი სასმელი წყალი ჩამოისხას საქართველოში და ცნობილი გახდეს უამრავ საექსპორტო ბაზარზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, ამას მთავრობა სხვადასხვა პროგრამებით მიაღწევს, მათ შორის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც წიაღისეულის მოპოვება/გადამუშავების პროცესში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დაცვას ეხება და რაც გათვალისწინებული იქნება სალიცენზიო პირობებში. „ჩვენ უფრო მაღალ ეკოლოგიურ სტანდარტს ვთხოვთ ინვესტორებს და უფრო მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up