ნათია თურნავა - გვინდა, მოვიძიოთ ინოვაციური იდეები, რომლითაც საწარმოთა შემოწმებისა და მონიტორინგის პროცესი დისტანციური გახდება

ნათია თურნავა - გვინდა, მოვიძიოთ ინოვაციური იდეები, რომლითაც საწარმოთა შემოწმებისა და მონიტორინგის პროცესი დისტანციური გახდება

access_time2020-04-16 16:54:00

„საწარმოთა მონიტორინგი ძალიან შრომატევადი პროცედურაა. ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად, დღეისთვის უკვე შემოწმებული გვაქვს 300-ზე მეტი საწარმო. ეს პროცესი დროის დიდ რესურსს მოითხოვს, ამასთან ჩვენი ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ ინსპექტირებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საწარმოთა ინსპექტირების პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად და შემოწმების პროცედურის დასაჩქარებლად, ეკონომიკის სამინისტროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კონკურსის გამოცხადების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.


კონკურსის მიზანია სახელმწიფოს გაუმარტივოს კომპანიების მონიტორინგის პროცესი და დაჩქარდეს ნებართვების გაცემა, რაც ქვეყანას და სრულიად მოსახლეობას აარიდებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და ბიზნეს სექტორს გამართულად ფუნქციონირების საშუალებას მისცემს.


პროცესი მიზნად ისახავს ისეთი ინოვაციური იდეების განხილვასა და მოწოდებას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება შემოქმებისა და მონიტორინგის პროცესი დისტანციური გახდეს.



„ბევრი ბიზნესის დროებით შეჩერება მოგვიხდა იმის გამო, რომ დავიცვათ მოსახლეობა ეპიდემიის გავრცელებისგან. ამ პერიოდს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მეტი ბიზნესი შევამოწმოთ და ვასწავლოთ, როგორ შეესაბამებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს - შეიძინონ პირბადეები, დანერგონ პერიოდული დეზინფექციის პროცედურები, ჩაატარონ თერმოსკრინინგი და სხვა, რათა მეტად დაცულები იყვნენ", - განაცხადა მინისტრმა.


„ჩვენ გვინდა, გავზარდოთ შემოწმების ტემპი და ეფექტურობა, რათა მეტი ბიზნესი იყოს შემოწმებული და აღჭურვილი იმ მომენტისთვის,. როდესაც ეკონომიკის ამოქოქვას დავიწყებთ," - განაცხადა ნათია თურნავამ.




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up