ნათია თურნავა „ვაშინგტონ პოსტსთან“ ინტერვიუში: „გვჯერა, რომ პანდემიასთან ბრძოლის შემდეგ, სულ უფრო მეტი ქვეყანა შემოუერთდება ჩვენს უსაფრთხო დერეფანს“

ნათია თურნავა „ვაშინგტონ პოსტსთან“ ინტერვიუში: „გვჯერა, რომ პანდემიასთან ბრძოლის შემდეგ, სულ უფრო მეტი ქვეყანა შემოუერთდება ჩვენს უსაფრთხო დერეფანს“

access_time2020-05-31 15:47:09

„ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დრო ტურისტულ ინდუსტრიაზე ადაპტირებისთვის, რადგან ჩვენს ისტორიულ ტრადიციებთან ეს საქმიანობა ძალიან ახლოსაა და ვამბობთ ხოლმე - „სტუმარი ღვთისაა.“ ამ პროცესმა დააგროვა ღირებული გამოცდილება და ეს არის ქართული სასტუმრო სექტორის მოქნილობის მაგალითი, მოერგოს ახალ ნორმებს. სწორედ ამიტომ, ვაცხადებთ, რომ საქართველო შესაძლოა ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, რადგან საუბარია პროტოკოლების დაცვაზე“- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


გამოცემამ საქართველოს ვრცელი სტატია მიუძღვნა სათაურით „შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება,“ სადაც სტატიის ავტორი საქართველოს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ტურიზმისთვის უსაფრთხო ქვეყნად ასახელებს.



როგორც ნათია თურნავა ინტერვიუში აცხადებს, პირველი ივლისიდან საქართველო ტურიზმისთვის საზღვრებს გახსნის, მაგრამ ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველო ტურისტებს ელის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ეპიდემიოლოგიურად მეტ-ნაკლებად საქართველოს მსგავსი ვითარება აქვთ.




„ზოგიერთი ქვეყნიდან შემომავალ ტურისტს, შესაძლოა, დასჭირდეს კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი შედეგის წინასწარ წარმოდგენა. სამწუხაროდ, ყველა ქვეყანა თანაბარ მდგომარეობაში არ არის და ნებისმიერი ტურისტისთვის ჩვენი ბაზრის ღიაობა გაანადგურებს ჩვენს უსაფრთხოებას, თუმცა, გვჯერა, რომ პანდემიასთან ბრძოლის შემდეგ, სულ უფრო მეტი ქვეყანა შემოუერთდება ჩვენს უსაფრთხო დერეფანს“, – აცხადებს ნათია თურნავა.



სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველო ერთადერთი არ არის, რომელიც „კოვიდ-19-ის შემდეგ, ტურიზმისგან სარგებლის მიღებას ცდილობს. „გვერდით გადადეთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოს აქვს ახალი ტურისტული მოედანი - ადგილი პანდემიისგან დასასვენებლად. საქართველოს რეაგირება ახალ კორონავირუსზე წარმატებული ისტორიაა“, – აღნიშნულია სტატიაში.







კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up