ნათია თურნავა - გვაქვს კონკრეტული ფინანსური ბერკეტები და პოლიტიკა, რომელიც  მიმართულია ციფრული ტრანსფორმაციისკენ

ნათია თურნავა - გვაქვს კონკრეტული ფინანსური ბერკეტები და პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ციფრული ტრანსფორმაციისკენ

access_time2021-07-09 23:59:58

ციფრულ ტრანსფორმაციას დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს სამომავლო გეგმებში, რომლის მიხედვით, ძალიან ბევრ სფეროში ისევე, როგორც ზოგადად ქვეყანაში უნდა მოხდეს ციფრული ტრანსფორმაცია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ციფრული ტრანსფორმაციის“ საქართველოს კონსორციუმის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის თქმით, საქართველოს ციფრულ ტრანსფორმაციაში ძალიან აქტიურ დახმარებას უწევენ დონორები, რომელთა ხელშეწყობით ქვეყანაში არაერთი მსხვილი პროექტი ხორციელდება, მათ შორის „ლოგ ინ ჯორჯია“, რომელიც რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.



„ასევე როგორც იცით, ორიოდ დღის წინ ევროკავშირმა დაახლოებით 4 მილიარდი ევრო გამოგვიყო სხვადასხვა მსხვილი სტრატეგიული დარგებისთვის. მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება არის სწორედ ციფრული ტრანსფორმაცია, ციფრული ჰაბი საქართველოს სახით ჩვენს რეგიონში. მიმდინარე პროექტებიდან ასევე გამოვყოფდი საყოველთაო ინტერნეტიზაციის მასშტაბურ პროექტს, რომელიც 1000-მდე დასახლებული პუნქტისა და ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ინტერნეტზე წვდომას გულისხმობს განურჩევლად იმისა, სოფლად ცხოვრობს თუ ქალაქში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.




მინისტრის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ციფრული ტრანსფორმაციის კუთხით, ეს არის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა, რომელიც სტარტაპებისა და ინოვაციური წამოწყებების გრანტებით მხარდაჭერას გულისხმობს.



„უკვე 150-მდე სტარტაპი გვაქვს დაფინანსებული და მათგან ზოგიერთი სილიკონ ველიზეა წარმოდგენილი. ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმის პერსპექტივაში კი 500-მდე სტარტაპის დაფინანსებას ვგეგმავთ. კიდევ ერთი მიმართულება შევიმუშავეთ „აწარმოე საქარველოში ფარგლებში, რომლითაც პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას და ამ ბიზნესს წავახალისებთ გრანტებითა და სუბსიდიებით. ასე რომ, გვაქვს კონკრეტული ფინანსური ბერკეტები და პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ციფრული ტრანსფორმაციისკენ. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს ინდუსტრია ეს ინდუსტრია კონსოლიდირდება და ისინი მარტო ერთმანეთის კონკურენტები კი აღარ იქნებიან, არამედ ერთობლივად და მთავრობის მხარდაჭერით განახორციელებენ რეალურ ციფრულ გარღვევას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმი კერძო-საჯარო პარტნიორობაზე დაფუძნებული ღია, თანამშრომლობითი პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს „ციფრული ტრანსფორმაციის“, საჯარო ელექტრონული სერვისების დეცენტრალიზებული ეკოსისტემის განვითარებისა და ქვეყნის საერთაშორისო ინოვაციური საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up