ნათია თურნავა - გლობალური პანდემიის მიუხედავად, სარეიტინგო სააგენტოები და უცხოელი ინვესტორები ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებს და ასევე რეფორმების სამომავლო კურსის ურყეობას

ნათია თურნავა - გლობალური პანდემიის მიუხედავად, სარეიტინგო სააგენტოები და უცხოელი ინვესტორები ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებს და ასევე რეფორმების სამომავლო კურსის ურყეობას

access_time2021-02-27 13:35:55

„კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და შეუნარჩუნა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე. ეს რეიტინგი ჩვენ პანდემიამდე გვქონდა. მანამდე, Fitch - ის სარეიტინგო სააგენტომაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო და რეიტინგი შეუნარჩუნა საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია ის, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა და პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, სარეიტინგო სააგენტოებიც და შემდგომში უკვე უცხოელი ინვესტორებიც ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებს და ასევე რეფორმების სამომავლო კურსის ურყეობას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „S&P" - ის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB" დონეზე შენარჩუნების შესახებ.

„მთავარი, რაც აღნიშნულია ანგარიშში, ისაა, რომ სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებები, ერთგულება რეფორმების კურსისადმი, ის საფუძველია, რაც აძლევს სარეიტინგო სააგენტოს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს ძველი რეიტინგი და ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორია, რაც აამაღლებს საქართველოს, მისი საინვესტიციო გარემოსა და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ საერთაშორისო ნდობას," - განაცხადა ნათია თურნავამ.

„S&P"-ის შეფასებით, საქართველოს რეიტინგის მხარდამჭერ ფაქტორებს წარმოადგენს: საქართველოს ინსტიტუციური სიძლიერე, მცურავი გაცვლითი კურსი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ფინანსური დახმარების დროულად მიღება. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუციური სიძლიერე და საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერა, რასაც, თავის მხრივ, საფუძველს უქმნის ქვეყანში ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები და ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობა, ყველა სარეიტინგო კომპანიის მიერ აღიარებულია საქართველოს რეიტინგის ძლიერ მხარდამჭერ ფაქტორად.






მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up