ნათია თურნავა: „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში“ საქართველოს შეფასება არ გაუარესებულა“

ნათია თურნავა: „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში“ საქართველოს შეფასება არ გაუარესებულა“

access_time2019-10-11 17:31:27

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მეთოდოლოგიამ გარკვეული ცვლილება განიცადა, რომლის მიხედვით ადგილები სხვაგვარად გადანაწილდა და ეს, საქართველოსთან ერთად, შეეხო სხვა ქვეყნებსაც - მაგალითად, გერმანიამ მესამე ადგილიდან მეშვიდეზე გადაინაცვლა, ასეთივე ცვლილება შეეხო ჩეხეთს, საბერძნეთს და მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებს. ეს არ ნიშნავს, რომ მათ რაიმე გააუარესეს ქვეყნის შიგნით - ისინი ისევ მოწინავე ევროპული ქვეყნები არიან, უბრალოდ მოხდა მეთოდოლოგიური ცვლილება“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „ტვ პირველთან" პირდაპირი სატელევიზიო ჩართვის დროს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ნათია თურნავას თქმით, საქართველოს შეფასება არ გაუარესებულა, ქვეყანა კვლავ 61 ქულით ფასდება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.


„ჩვენთვის მთავარია ვიაროთ მუდმივად წინ, ბიზნესისთვის ვიყოთ უფრო მეტად გახსნილები და ამას ბევრი რეიტინგი ასახავს“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის" მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ სოციალური მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკიდან გამომდინარე, ქვეყანა მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის უპირობო ლიდერია და კვლავ პირველ პოზიციას ინარჩუნებს Labor Tax Rate %-ის კომპონენტში.


ასევე, უმნიშვნელოვანესია საკრედიტო გაპის მიმართულებით საქართველოს უპრეცენდენტო წინსვლა და 119-ე ადგილიდან პირველ პოზიციაზე გადასვლა.


გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, საქართველოს პოზიცია, შარშანდელთან შედარებით, 8 საფეხურით შემცირდა და ის 141 ქვეყანას შორის 74-ე ადგილს იკავებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის" მიხედვით, წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა მცირედით, 0.3 პუნქტით შემცირდა.



აღსანიშნავია, რომ 2019 წლის რეიტინგში გაუმჯობესებები დაფიქსირდა სხვადასხვა მიმართულებებით, კერძოდ 12 ინდიკატორიდან საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა 6 მიმართულებით, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, უნარები, ბაზრის მოცულობა, ფინანსური სისტემა, ბიზნესის დინამიურობა და ინოვაციური შესაძლებლობები.


ინსტიტუტების ინდიკატორში წინა წელთან შედარებით ქვეყანას სარეიტინგო ქულის გაუმჯობესება აქვს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებითნ როგორიცაა, პოლიციის მიმართ სანდოობა, ბიუჯეტის გამჭვირვალობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფციის შემთხვევები, სოციალური კაპიტალი.


ინფრასტრუქტურის ინდიკატორში საქართველოს სარეიტინგო ქულა, წინა წელთან შედარებით 0.9 პუნქტით გაუმჯობესდა და 66.7 ქულა შეადგინა. საქართველოს სარეიტინგო ქულის გაუმჯობესება ინდიკატორის 8 მიმართულებიდან შემდეგი 4 მიმართულებით დაფიქსირდა, როგორიცაა საგზაო კავშირების ინდექსი, მატარებლის მომსახურების ეფექტიანობა, კონტეინერული გადაზიდვების დაკავშირების ინდექსი და მოსახლეობის მიერ ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი სასმელი წყლის მოხმარება.


ICT მიღების მზაობის ინდიკატორში საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობის მხრივ.


შრომის ბაზრის ინდიკატორში საქართველომ ქულა წინა წელთან შედარებით გაიუმჯობესა როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის მიმართულებით, კერძოდ ქვეყნის ქულები გაუმჯობესდა მშრომელთა უფლებების დაცვის, გათავისუფლების ხარჯებისა და ადგილობრივი მუშახელის მობილობის თვალსაზრისით.


ფინანსური სისტემის ინდიკატორში ქვეყნის ქულა 2.1 პუნქტით გაუმჯობესდა და 56.2 ქულა შეადგინა. ქვეყნის შეფასება ინდიკატორის შემდეგი 4 მიმართულებით გაუმჯობესდა, როგორიცაა ბაზრის კაპიტალიზაცია, სადაზღვევო პრემია, ვადაგადაცილებული სესხები და საკრედიტო გაპი.


ბაზრის მოცულობის ინდიკატორში საქართველოს შეფასება 0.7 პუნქტით გაუმჯობესდა და 41.6 ქულა შეადგინა. ინდიკატორი 2 კომპონენტს აფასებს - მთლიანი შიდა პროდუქტი (PPP) და იმპორტის წილი მშპ-ში. ამ უკანასკნელ კომპონენტში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და 24-ე პოზიციას იკავებს.


ბიზნესის დინამიურობის ინდიკატორში 0.1 პუნქტით გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულა და 62.2 ქულა შეადგინა. ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო დანახარჯების მიმართულებით საქართველოს უმაღლესი შეფასებები აქვს და 45-ე ადგილი დაიკავა, ქულით 98.9


ინოვაციური შესაძლებლობების ინდიკატორში საქართველოს შეფასება ისეთი მიმართულებით გაუმჯობესდა, როგორიცაა სასაქონლო ნიშნები“  ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.






„კომერსანტის“ ექსკლუზივი: მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის

„კომერსანტის“ ექსკლუზივი: მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის
access_time2020-02-27 20:00:25
კომერსანტის ექსკლუზიური ინფორმაციით სათამაშო ბიზნესი მარტის პირველი რიცხვებიდან გარე რეკლამის შეზღუდვას იწყებს.ინფორმაციას ადასტურებს  სათამაშო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ ბერუაშვილი. როგორც ბერუაშვილი განმარტავს მიღებული გადაწყვეტილება საზოგადეობის მაღალი ინტერსითაა განპირობებული:   „შემიძლია გითხრათ ის, რომ პირველი მარტიდან მინიმუმ თბილისში, მოსახლეობა დაინახავს, რომ სათამაშო ბიზნესის გარე რეკლამა აღარ იქნება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე...

10 000 მაყურებელზე გათვლილი 71 მილიონიანი პროექტი - ახალი საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება

10 000 მაყურებელზე გათვლილი 71 მილიონიანი პროექტი - ახალი საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება
access_time2020-02-27 18:21:57
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის თემა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა იყო. შალვა გოგოლაძის თქმით, 10 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტული დარბაზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და...

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ცვლის

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ცვლის
access_time2020-02-27 17:45:30
Wizz Air, ევროპის ყველაზე მწვანე, უმსხვილესი დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია, იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირის შემცირებას აანონსებს. მიზეზი ჩრდილოეთ იტალიაში COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელებაა. 2020 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ფრენების სიხშირე იტალიის მიმართულებით 60%-ით შემცირდება. საჰაერო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება. მგზავრები, რომლებსაც მიმდინარე ცვლილებები შეეხებათ, მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას და მათ შესაძლებლობა ექნებათ ბილეთები...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-27 21:30:47
 Top-10 საინტერესო ამბავი 1.„კომერციალიზაციის დონე დაბალია, იმპორტი მაღალი“ - რამდენად შედეგიანია „დანერგე მომავალი“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ 2015 წელს პროექტ „დანერგე მომავლის“ განხორციელება დაიწყო.„კომერსანტი“ დაინტერესდა შეასრულა თუ არა სოფლის მეურნეობის...

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს
access_time2020-02-27 17:45:28
პარკირების პრობლემა დედაქალაქისთვის დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ ეს უფლება ”სითი პარკს” ჩამოართვა და ხელშეკრულებაც შეუწყვიტა, ამ მიმართულებით სიტუაცია ფაქტობრივად არ შეცვლილა. რეალურად, ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიის შესაბამისი უწყება იგივე საქმიანობას აგრძელებდა, რასაც მანამდე ახორციელებდა ”სითი პარკი”. ფაქტობრივად არ მოწყობილა ახალი საპარკინგე ადგილები და არც იმის შესახებ არის ცნობილი თუ რისი გაკეთება იგეგმება არსებული...


მსგავსი სიახლეები

up