ნათია თურნავა - გერმანიაში, ITB Berlin-ზე მასპინძლის სტატუსის მოპოვება იმის აღიარებაა, რომ საქართველო  ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სწრაფად მზარდი, საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა

ნათია თურნავა - გერმანიაში, ITB Berlin-ზე მასპინძლის სტატუსის მოპოვება იმის აღიარებაა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სწრაფად მზარდი, საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა

access_time2020-02-17 13:04:46

ის, რომ საქართველო ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა გახდა, ძალიან დიდი მოვლენაა როგორც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიისთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



პრეზენტაცია 2022 წელს ბერლინში გაასამართ ITB Berlin-ის გამოფენა-ბაზრობას მიეძღვნა, რომლის მასპინძელ ქვეყნად საქართველო ცოტა ხნის წინ კონკურსის შედეგად დასახელდა. პრეზენტაცია სპეციალურად ტურიზმის სექტორისთვის გაიმართა.



„მასპინძლის სტატუსის მოპოვება ITB Berlin-ზე პირველ რიგში იმის აღიარებაა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სწრაფად მზარდი, საინტერესო, მიმზიდველი, ახალი და იმავდროულად ძალიან ძველი ტრადიციებით დახუნძლული ტურისტული ბაზარი, სადაც ბოლო რამდენიმე წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ 9 300 000 ვიზიტორს, ანუ სამჯერ მეტ ვიზიტორს ვემსახურებით, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობაა. ეს რა თქმა უნდა, ასევე თქვენი ძალისხმევის აღიარებაა, რადგან ჩვენი ტურისტული ინდუსტრია, კერძო კომპანიები, პასუხობთ ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს და რაც მთავარია, ხართ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტები და ყველა ახალი იდეის მიმართ გახსნილები", - აღნიშნა ნათია თურნავამ.




საქართველომ გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin-ის ოფიციალური დასტური მიიღო, რომლის მიხედვითაც 2022 წელს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გერმანიაში, ბერლინში წარდგება.



გერმიანიაში, ITB Berlin-ის გამოფენა-გაყიდვას ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. ITB Berlin წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. სამი დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up