ნათია თურნავა - გერმანელ ინვესტორებს პირველ რიგში, სტაბილურ და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ვთავაზობთ

ნათია თურნავა - გერმანელ ინვესტორებს პირველ რიგში, სტაბილურ და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ვთავაზობთ

access_time2019-10-07 16:39:58

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ქართულ - გერმანულ ბიზნეს-შეხვედრაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


საქართველოს მხარეს ხელმძღვანელობდა ნათია თურნავა, ხოლო გერმანულ მხარეს ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.



დისკუსიის დროს მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებსა და კერძო სექტორის თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე, აგრეთვე მიმდინარე ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელთა მიზანსაც საქართველოს ეკონომიკის შემდგომი განვითარება წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ასევე ტურიზმის, ლოგისტიკისა და მშენებლობის სექტორებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.



„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის სახით გვყავს სტრატეგიული პარტნიორი ევროპაში. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები არის ის გარანტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ უფრო სტაბილური მომავალი და ეს სტაბილურობა შევთავაზოთ გერმანულ ბიზნესს საქართველოში,“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველო - გერმანიის ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა.




როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტიციებისთვის, მათ შორის, გერმანელი ინვესტორებისთვის. „პირველ რიგში, ჩვენ რასაც ვთავაზობთ ინვესტორებს, მაღალი ეკონომიკური ზრდაა. ეს არის 2-3-ჯერ მაღალი ზრდა, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ჩვენი ეკონომიკური რეფორმების წარმატების ობიექტური საზომი არის გაუმჯობესებული საერთაშორისო რეიტინგები, სადაც, ბოლო წლებში, საქართველო მოწინავე პოზიციებზეა თავისუფალი ბიზნესის კეთების რეიტინგის, ბიზნესის თავისუფლების, დაბალი კორუფციის, საუკეთესო მმართველობის, უსაფრთხოების თვალსაზრისით და ბევრი სხვა პარამეტრით.



„როდესაც ინფრასტრუქტურულ მიღწევებზე ვსაუბრობთ, ამაში დიდი როლი აქვს ისევ გერმანიის მთავრობას, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს, ასევე გერმანიის თანამშრომლობის საერთაშორისო საზოგადოებას. იმედი მაქვს, რომ ის ინიციატივები, რომლებიც წამოვწიეთ ქალბატონი ანგელა მერკელის ვიზიტისას, აქტიურად იქნება მხარდაჭერილი და იმ 300-მდე გერმანულ კომპანიას, რომელიც საქართველოში საქმიანობს, კიდევ ასეულობით კომპანია დაემატება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.



შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება ადგილობრივ ბაზარზე გერმანული კომპანიების შემოსვლას. თავის მხრივ, გერმანული მხარის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, რომ საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო და ბიზნეს გარემო აქვს.



მრგვალი მაგიდა გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.








„სმარტი“ წითელ ჯვართან და თბილისის მერიასთან ერთად საზოგადოებას ხანდაზმულთა მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის საშუალებას აძლევს

„სმარტი“ წითელ ჯვართან და თბილისის მერიასთან ერთად საზოგადოებას ხანდაზმულთა მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის საშუალებას აძლევს
access_time2020-04-03 11:25:28
„სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში საქართველოს წითელი ჯვრისა და ქალაქ თბილისის მერიის ხანდაზმულთა მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სპეციალური კუთხეები მოეწყო, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ მათთვის შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი საჭიროებების წინასწარ შემუშავებული სიიდან და მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში. აღნიშნული კამპანია „სმარტში“ გუშინ დაიწყო და მასში მონაწილეობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ და ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღეს....

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1550 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.1950 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1550 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.1950 ლარი ღირს
access_time2020-04-03 12:30:27
ლარი გამყარების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1592-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1550-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1813 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1800 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1300 ლარად. „საქართველოს ბანკში“...

„ამ დროს აუცილებლად უნდა დაწესებულიყო 3 თვით ე.წ. საკურსო დერეფანი“- ბადრი ჯაფარიძე სებ-ს და მთავრობას მიმართავს

„ამ დროს აუცილებლად უნდა  დაწესებულიყო 3 თვით  ე.წ. საკურსო დერეფანი“- ბადრი ჯაფარიძე სებ-ს და მთავრობას მიმართავს
access_time2020-04-03 13:00:11
პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსვის“ ერთ-ერთი ლიდერი  ბადრი ჯაფარიძე   მიმართვას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ვალუტის კურსზე მოქმედებს რამდენიმე გარემოება, ერთია ობიექტური, მეორე წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორი, მოლოდინი. ჩვენს მიერ გაჟღერებულ ინიციატივაში სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ლარის რყევა, იქნება ეს ერთი მიმართულებით თუ მეორე მიმართულებით, არის დამაზიანებელი. ამიტომ შევთავაზეთ, ეროვნულ ბანკს და...

გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის ამუშავდება „აგარის შაქარი

გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის ამუშავდება „აგარის შაქარი
access_time2020-04-03 11:51:20
დღეს ჩვენ ფაქტობრივად ორ ფრონტზე ვიბრძვით - პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე - ეკონომიკა; არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ ამ ორიდან რომელიმეზე დავმარცხდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის...

ADB: საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს

ADB: საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს
access_time2020-04-03 10:45:33
„საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასებით გამოწვეულ საგრძნობ შენელებას განიცდის. ეკონომიკურ გაჯანსაღებას საქართველო 2021 წელს გაზრდილი შიდა მოთხოვნითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ასევე საზღვარგარეთიდან აღდგენილი გადმორიცხვებით შეძლებს“, — ამის შესახებ, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშში. ADB-ის მთავარი ეკონომიკური გამოცემა — აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 2020 -ის ვარაუდით,...


მსგავსი სიახლეები

up