ნათია თურნავა: გაზის მოხმარების უსაფრთხოებისთვის მთელი რიგი რეგულაციები სავალდებულო ხასიათს შეიძენს

ნათია თურნავა: გაზის მოხმარების უსაფრთხოებისთვის მთელი რიგი რეგულაციები სავალდებულო ხასიათს შეიძენს

access_time2019-06-27 12:40:07

„იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის გაზის მოხმარება იყოს უსაფრთხო, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ექსპერტიზას გადის სხვადასხვა უწყებებში და მალე წარედგინება პარლამენტს“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სერტიფიკაციის ორგანოს „ენერგოაუდიტი და დიაგნოსტიკა“-ს აკრედიტიაციის მინიჭების ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


აღნიშნული ცენტრი გაზგამანაწილებებელი კომპანიების სპეციალისტების მომზადება-გადამზადებას განახორციელებს და შესაბამის სერტიფიკატებსაც გასცემს.



ნათია თურნავას თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გამკაცრდება პასუხისმგებლობები, შემუშავდება ახალი სტანდარტები და გარკვეულწილად სავალდებულო ხასიათსაც შეიძენს მთელი რიგი რეგულაციები.


„მეორე მიმართულება, რაზეც ვიმუშავეთ, ეს არის ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება ამ დარგში. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა ერთობლივი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ჩვენი სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი აკრედიტაციის ცენტრი მუშაობდა აქტიურად ტექნიკურ უნივერსიტეტთან, კონკრეტულ ფაკულტეტებთან და გვიხარია, რომ დღეს შეგვიძლია მივანიჭოთ აკრედიტაციის მოწმობა აქ არსებულ ცენტრს, რომელიც შემდგომში შეძლებს, რომ გადაამზადოს კვალიფიციური კადრები, რომლებზეც დიდი მოთხოვნა არსებობს გაზგამანაწილებელი კომპანიებისგან. სერტიფიკაცია ჩვენთვის დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია იქნება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.






ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება
access_time2020-10-30 19:00:31
გერმანიაში ინდექსი DAX —  გერმანული ეკონომიკის ბარომეტრი - უკვე 4%-ით, საფრანგეთს ძირითადი საბირჟო ინდექსი CAC- 40 კი 3,3%- ით შემცირდა და ამა წლის მარტ-აპრილის დონეს მიუახლოვდა.   საფონდო ინდექსების ვარდნა მთელს ევროპაში მიმდინარეობს.   რა არის ეს? შეშინებული ტრეიდერების გადაჭარბებული რეაქცია? ესეც, ოღონდ არა მხოლოდ ეს. საქმე იმაშია, რომ საფონდო ბაზარმა დაინახა ის, რასაც მოსახლეობა ჯერ ვერ ამჩნევს - ევროზონა პანდემიის მეორე...

30 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

30 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-30 18:30:32
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

ბილ გეითსის 10 გამაოგნებელი წინასწარმეტყველება, რომელთა ნახევარი ახდა

ბილ გეითსის 10 გამაოგნებელი წინასწარმეტყველება, რომელთა ნახევარი ახდა
access_time2020-10-30 20:00:47
65-წლის ბილ გეითსი მთელს მსოფლიოში არა მხოლოდ როგორც მილიარდერი, არამედ როგორც წინასწარმეტყველია ცნობილი. მისი პროგნოზების ნაწილი უკვე რეალობად იქცა, ნაწილი კი, სავარაუდოდ, მომავალში ახდება.   გეითსის ახდენილი პროგნოზების სია ასე გამოიყურება:   კაცობრიობას საშიშ ვირუსი შეხვდება   „თუ კი რამეს უახლოეს ათწლეულში ათობით მილიონი ადამიანის განადგურება შეეძლება- სავარაუდოდ, ეს განსაკუთრებით საშიში ვირუსი იქნება. მიკრობი და არა...

„ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Golden Trophy მიიღო!

„ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Golden Trophy მიიღო!
access_time2020-10-30 15:55:36
ბადაგონის კიდევ ერთი დიდი წარმატება! „ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინოა, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Glass of Bubbly - Golden Trophy მიიღო! ამ დიდი წარმატების პარალელურად, ბადაგონის ცქრიალა ღვინოები „მაესტრო როზე და მაესტრო ნახევრად ტკბილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. „Glass of Bubbly - შამპანურისა და ცქრიალა ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ლონდონში ყოველწლიურად იმართება. გამარჯვებულებს კი ცნობილი ენოლოგების, სომელიეებისა და ღვინის ექსპერტებისაგან...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება ბევრილი ჯგუფთან დაკავშირებით

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება ბევრილი ჯგუფთან დაკავშირებით
access_time2020-10-30 13:55:25
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება ყოველთვის წარმოადგენს და იცავს ასოციაციის წევრი ასეულობით კომპანიის ინტერესებს.  მათ შორისაა, კომპანია „ბევრილი ჯგუფი“, რომელიც ასოციაციის წევრია 2012 წლიდან და სხვა უმსხვილეს ქართულ კომპანიებთან ერთად ბოლო რამოდენიმე წელია აქტიურად საქმინობს, როგორც საკუთარი ბიზნესისა და სექტორის განვითარების, ასევე, ზოგადად, საქართველოში წარმატებული ბიზნეს კლიმატის შექმნისთვის.     სამწუხაროდ, გვინდა...


მსგავსი სიახლეები

up