ნათია თურნავა - გარკვეულ ჯგუფებსა და პოლიტიკოსებს არ მოსწონთ ჩვენი რეფორმები და ორკესტრირებული შავი პიარით ცდილობენ ყალბი ინფორმაციების გავრცელებას

ნათია თურნავა - გარკვეულ ჯგუფებსა და პოლიტიკოსებს არ მოსწონთ ჩვენი რეფორმები და ორკესტრირებული შავი პიარით ცდილობენ ყალბი ინფორმაციების გავრცელებას

access_time2019-10-17 12:35:02

„გარკვეულ ჯგუფებსა და პოლიტიკოსებს არ მოსწონთ ჩვენი მთავრობის, ჩვენი ეკონომიკური გუნდისა და ჩვენი სამინისტროს მიერ განხორციელებული ბევრი რეფორმა, რომელიც, საბოლოო ჯამში, იწვევს მეტ კონკურენციას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, სწორედ ამიტომ ეს გარკვეული ჯგუფები და პოლიტიკოსები ავრცელებენ ისეთ ყალბ ინფორმაციებს, როგორც არის ეკონომიკის მინისტრის მიერ პოსტის დატოვება.


როგორც ნათია თურნავამ ამ საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია იმდენად არასერიოზული პოლიტიკოსების მხრიდან გავრცელდა, რომ არც იმსახურებს სერიოზულ პასუხს, ვინაიდან ეს იყო კლასიკური შავი პიარის და ფეიკ ნიუსის ნიმუში.


მისივე თქმით, სასურველია ასეთ შემთხვევებში მედიამ გავრცელებამდე კარგად გადაამოწმოს , თუ რამდენად სანდო არიან მათი რესპოდენტები.



„ამაზე არც კი გავაკეთებდი სერიოზულ კომენტარს, იმდენად არასერიოზული სახეები ჩანდა, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ამ ჯგუფებს როგორც ჩანს, გარკვეული მოტივაცია გააჩნიათ, ვინაიდან ეს იყო ძალიან ორკესტრირებული, შავი პიარის ნიმუში, რაც განხორციელდა ჩემთან მიმართებაში. ვრცელდებოდა სრულიად ცრუ გადამოუწმებელი ინფორმაცია, რასაც ერთი რამით ვხსნით - ჩვენი მთავრობა, ეკონომიკური გუნდი, ჩვენი სამინისტრო ახორციელებს ძალიან ბევრ რეფორმას. ეს რეფორმები საბოლოო ჯამში იწვევს მეტ კონკურენციას და არსებობს გარკვეული ჯგუფები, ვისაც ეს არ მოწონს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისივე თქმით, ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, რომ ჩვენს ცაზე გამოჩნდა ამდენი ახალი ავიაკომპანია, გამოჩნდა „რაინეარი", გამოჩნდა „ვიზეარის" გაორმაგებული მიმართულებები და შეიძლება ვიღაცა მისტირის იმ პერიოდს, როდესაც ცა მონოპოლიზირებული იყო.


„ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, რომ ჩვენი ენერგეტიკული რეფორმების შედეგად ისევ მოხდა დერეგულირება, ბაზრის გახსნა და არის მეტი კონკურენცია. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი ისევ თავისუფალია და არის მეტი კონკურენცია, იმიტომ, რომ სხვა პირობებშია შეჩვეული ბიზნესის კეთებას. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ არანაირი შავი პიარი, არანაირი ფეიკ ნიუსი, არანაირი შანტაჟი არ გადაგვახვევინებს ამ პრინციპებისგან, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საქართველოს კეთილდღეობა ამაღლდეს და ადამიანები იყვნენ უფრო კმაყოფილებები. ჩვენი ოპონენტები ვერ ეღირსებიან ჩვენი ინსტიტუტების შერყევას", - განაცხადა ნათია თურნავამ.


„კომერსანტი“





„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...


მსგავსი სიახლეები

up