ნათია თურნავა - განათლება, მათ შორის, საზღვაო განათლება ჩვენი მთავრობისთვის  პრიორიტეტია

ნათია თურნავა - განათლება, მათ შორის, საზღვაო განათლება ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტია

access_time2019-05-17 14:05:19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბათუმში საქართველოს საზღვაო აკადემია ეწვია, სადაც უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროცესს და  სასწავლო - საწვრთნელ ინფრასტრუქტურას გაეცნო. მინისტრი ასევე გაესაუბრა აკადემიის პროფესორ - მასწავლებლებსა და სტუდენტებს.

 

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა პროფესია მეზღვაურის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკისთვის. რა რაოდენობის კონტრიბუცია მოაქვთ მათ ქვეყნისთვის და ზოგადად რა პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განხორციელდება ამ კუთხით.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის დაესვათ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მეგზურობა საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ გაუწია. მასთან ერთად, სასწავლებელში იმყოფებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი.

 

„დღეს დავათვალიერეთ ბათუმის საზღვაო აკადემია. გავეცანი პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს. ბათუმის სასწავლებელი, რომელიც 1901 წელსაა დაარსებული, ძალიან დიდი ტრადიციის მქონე აკადემიაა. სასწავლებლის ადმინისტრაციას ამბიციური გეგმები აქვს სასწავლო პროცესის სრულყოფის მიმართულებით, რაც შრომის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მოთხოვნით არის განპირობებული. ჩვენ საზღვაო აკადემიას ამბიციური გეგმის შესასრულებლად მხარში დავუდგებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში. ნათია თურნავას განცხადებით, საზღვაო აკადემია გეგმავს გააფართოვოს იმ საზღვაო პროფესიათა ჩამონათვალი, რომელშიც  სტუდენტებს მოამზადებს.

 


„განათლება ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია და სწორედ ასეთი კონკრეტული პროგრამების მხარდაჭერითა და დაფინანსებიდან შედგება ჩვენი სამომავლო, მძლავრი საგანმანათლებლო პროგრამები და ბიუჯეტი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

ნათია თურნავას განცხადებით, დღეს აკადემია ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სტუდენტების მხრიდან მოთხოვნის თვალსაზრისით. 2018 წელს სასწავლებელი საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილზე გავიდა ერთიან ეროვნულ გამოცდებში პირველ ნომრად მითითებული განაცხადების პროცენტული მაჩვენებლებით. ამჟამად საზღვაო აკადემიაში 3000-მდე სტუდენტი სწავლობს.

 

 

 

საქართველოს საზღვაო აკადემიაში ხორციელდება შემდეგი საზღვაო სექტორში დასაქმებულთა განათლება/გადამზადება და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები:

 

დასრულდება მეზღვაურთა საწვრთნელი ახალი აუზის მშენებლობა, რომელსაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აფინანსებს 300 000 ლარით, ასევე განახლდება სამანქანე განყოფილების სიმულატორ, რომელსაც აჭარის მთავრობა დააფინანსებს, მისი პრეზენტაცია კი 2019 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

 

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიცავს ასევე საზღვაო აკადემიის სასწავლო ახალი კორპუსის მშენებლობას, რომლის პროექტიც უკვე შემუშავებულია.

 

საზღვაო საკრუიზო მიმართულებით კადრების გადამზადებასთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია იწყებენ სრულიად ახალ პროცესს, რომელიც საკრუიზო გემებზე მაღალანაზღურებად პოზიციებზე ქართველების დასაქმებას შეუწყობს ხელს. ასეთი ტიპის წვრთნები და გადამზადება არ საჭიროებს წლობით სწავლას და შედეგების მიღწევა დასაქმების თვალსაზრისით ძალიან მოკლე ვადაშია შესაძლებელი.

 

აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს ბევრი ევროპელი გემთმფლობელი, მათ შორის ამ ეტაპზე ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი Columbia Shipmanagment LTD, Tsakos Columbia, Tallink Group და სხვ.






მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up