ნათია თურნავა - გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის კვლევა ობიექტურად ასახავს იმ წარმატებას, რასაც ხელისუფლებამ კოვიდ 19-თან ბრძოლისას მიაღწია

ნათია თურნავა - გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის კვლევა ობიექტურად ასახავს იმ წარმატებას, რასაც ხელისუფლებამ კოვიდ 19-თან ბრძოლისას მიაღწია

access_time2020-09-30 18:00:00

გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) კვლევა ძალიან ობიექტურად ასახავს იმ წარმატებას, რასაც ხელისუფლებამ კოვიდ19-თან ბრძოლის დროს მიაღწია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ UNECE-ის კვლევის „კოვიდ 19-ის გავლენა საქართველოს ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე“ შეფასებისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



UNECE-ს კვლევის თანახმად, საქართველოს უჭირავს წამყვანი ადგილი რეგიონში სავაჭრო რეფორმატორთა შორის, ხოლო შეფასებამ აჩვენა, რომ „მთავრობამ გადააჭარბა მოლოდინს მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მხრივ. მან მინიმუმამდე დაიყვანა სავაჭრო შეზღუდვები; სწრაფად გააფართოვა და ხელმისაწვდომი გახადა საწარმოებისთვის ვაჭრობის გამარტივებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი და შეიმუშავა დახმარების ზომები მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებთათვის, და ასევე მძიმედ დაზარალებული სექტორების დასახმარებლად.



მინისტრის განმარტებით, UNECE-ის მნიშვნელოვანი კვლევის ფარგლებში, საქართველოში კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე მომხდარი ზეგავლენაა გამოკვლეული, რისთვისაც 300-მდე მცირე, მიკრო და საშუალო ზომის საწარმო გამოიკითხა.




„კვლევა ძალიან ობიექტურად ასახავს იმ წარმატებას, რასაც ხელისუფლებამ მიაღწია კოვიდთან ბრძოლის დროს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ჩვენ გადავაჭარბეთ საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინებს და ისე ვებრძოლეთ ვირუსის გავრცელებას, რომ არ შეგვიზღუდავს ვაჭრობა. არამედ პირიქით, მაქსიმალურად შევინარჩუნეთ მომარაგებათა ჯაჭვის უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირება. მაშინ, როდესაც მთელი რიგი მსოფლიო ქვეყნები კეტავდნენ ამ დროს საზღვრებს და ვაჭრობა შეფერხებით მიდიოდა, ჩვენთან არც ერთი დღე არ ყოფილა სერიოზული შეფერხება და ამაში გვეხმარება ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც ბოლო წლებში გავატარეთ ვაჭრობის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



„ეჭვგარეშეა, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ გლობალური ეკონომიკა და საერთაშორისო სისტემა შეიცვლება, აუცილებელია ქვეყნებმა იპოვონ უკეთესი ბალანსი გლობალიზაციის უპირატესობასა და თვითმყოფადობის აუცილებელ ხარისხს შორის. COVID-19 აფეთქებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, საქართველო ცდილობს შედარებით სწრაფად გახსნას ეკონომიკა და გააძლიეროს კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ასპარეზზე, მსოფლიო მასშტაბით განვითარებული ახალი შესაძლებლობების გამოყენებით. UNECE-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ „Covid-19-ის გავლენა ვაჭრობაზე და სტრუქტურული ტრანსფორმაცია საქართველოში“ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მოგვცა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up