ნათია თურნავა - ფრენების საერთაშორისო ნორმების დანერგვის გაგრძელება საქართველოს ავიაბაზარზე უფრო მეტ წარმატებულ საერთაშორისო ავიაკომპანიას მოიზიდავს

ნათია თურნავა - ფრენების საერთაშორისო ნორმების დანერგვის გაგრძელება საქართველოს ავიაბაზარზე უფრო მეტ წარმატებულ საერთაშორისო ავიაკომპანიას მოიზიდავს

access_time2020-01-12 15:10:02

ფრენების უსაფრთხოებისა და უშიშროების საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მხრივ საქართველოს სამოქალაქო ავიაცია რეგიონში პირველია, ხოლო ევროპაში საუკეთესო ქვეყნების ათეულში შედის, - განაცხადა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ 2019 წლის შედეგებისა და 2020 წლის სამომავლო პროექტების განხილვაზე, რომელსაც მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. პრეზენტაციას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი.



ლევან კარანაძის განცხადებით, 2019 წლის ბოლოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე 32 სამგზავრო, მათ შორის, 30 უცხოური და 3 სატვირთო ავიაკომპანია იყო წარმოდგენილი. ამავე პერიოდში, საქართველოდან სრულდებოდა ფრენები მსოფლიოს 36 ქვეყანაში 74 საერთაშორისო მიმართულებით, მათ შორის, ევროპის 20 ქვეყანაში, ხოლო ყოველკვირეულად საშუალოდ 340 რეისი ხორციელდებოდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე წარადგინა საქართველოს აეროპორტების მიერ გადაყვანილ მგზავრთა პოზიტიური დინამიკა, რომელიც ზრდადია და 2019 წელს, რუსეთიდან ავიაფრენების შეჩერების მიუხედავად, საქართველოს აეროპორტებში იმაზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, ვიდრე 2018 წელს. ლევან კარანაძის განცხადებით, ზრდამ 3,5 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის შედეგების მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდამ 41 პროცენტზე მეტი, ხოლო ბათუმში - 4 პროცენტი შეადგინა.



სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფრენების უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის ხარისხი. მისი თქმით, ბოლო წლებში მსოფლოს საავიაციო უსაფრთხოების ზედამხედველობის მაჩვენებლების მიმართ საქართველოს შესაბამისობის ხარისხი მნიშვნელოვნად (32 პროცენტიდან 88 პროცენტამდე) გაუმჯობესდა. ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწეული მაღალი შედეგებისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.




ლევან კარანაძის განცხადებით, რეფორმები საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში გაგრძელდება, მათ შორის, სააგენტო გეგმავს საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნების დანერგვას. წესის მიზანია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროს ხომალდის მიერ წარმოქმნილი ხმაურის მინიმუმამდე შემცირება. ასევე შესაბამისი ევროპული რეგულაციის შესაბამისად, იგეგმება საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა სერტიფიცირების წესის მიღება, რაც უზრუნველყოფს ქართული მოწმობების სრულ შესატყვისობას ევროკავშირის სტანდარტებთან. დადგინდება ახალი მოთხოვნები როგორც მეთვალყურის კვალიფიკაციის, ისე მათი სამუშაო პროცესის მიმართ.



„სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და გამართული მუშაობა უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, პირველ რიგში კი, ტურიზმის წარმატებული ფუნქციონირებისთვის. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს რეფორმებს, რომლებიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს. ფრენების საერთაშორისო ნორმების დანერგვის პროცესის გაგრძელება საქართველოს ავიაბაზარზე უფრო მეტ წარმატებულ საერთაშორისო ავიაკომპანიას მოიზიდავს, რაც თავის მხრივ, აისახება ფრენების გეოგრაფიის გაზრდილ დინამიკაში. ჩვენი მიზანია, საქართველოს გავხადოთ ტრანზიტული ქვეყანა სამოქალაქო ავიაციის სექტორშიც, რისი პოტენციალიც ძალიან მაღალია. ასევე მიგვაჩნია, რომ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, გავზარდოთ კარგო გადაზიდვების მაჩვენებლებიც, რის შესახებაც არსებობს მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია ეფექტიან გადაწყვეტილებებს იღებს ქვეყანაში მცირე ავიაციის და მცირე აეროდრომების ქსელის განვითარებისთვის.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up