ნათია თურნავა - Fitch - ის შეფასება პოზიტიური გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიმართ, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება სტაბილურია

ნათია თურნავა - Fitch - ის შეფასება პოზიტიური გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიმართ, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება სტაბილურია

access_time2020-08-19 18:25:02

სარეიტინგო კომპანიის „Fitch“ - ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სადაც მინისტრი ნათია თურნავა ეკონომიკური პროფილის კვლევითი და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.



მინისტრის განცხადებით, სარეიტინგო კომპანიის შეფასება საქართველოს მიმართ მნიშვნელოვანია იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რომლებიც კომპანიამ როგორც ჩვენი რეგიონის, ასევე მსოფლიოს უფრო მეტად განვითარებული ქვეყნების მიმართ მიიღო. მისი თქმით, „Fitch“- მა, ძირითადად, შეამცირა ყველა იმ ქვეყნის რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი, რომლებიც, საქართველოს მსგავსად, ბოლო პერიოდში შეაფასა. „ამ ფონზე საქართველოსთვის სუვერენული რეიტინგისა და პერსპექტივის უცვლელად დატოვა არის ნდობა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს, ინსტიტუციებისა და მმართველობის მიმართ. „Fitch“ - მა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის თანამიმდევრულობა და საიმედოობა ხელს უწყობს ქვეყნის მდგრადობას შოკების მიმართ. ეს შეფასება მნიშვნელოვანი ფაქტორი და უაღრესად პოზიტიური გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიმართ, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება სტაბილურია, ბიზნეს გარემო კი ხელსაყრელი როგორც არსებული ბიზნეს საქმიანობის განვითარებისთვის, ასევე ახლის დასაწყებად,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.




მინისტრმა მაგალითად მოიყვანა რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომლებიც სწორედ პანდემიის პერიოდში განხორციელდა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პერიოდშიც კი ბევრმა ინვესტორმა ჩვეული გრაფიკით გააგრძელა საქმიანობა, ბევრმა კი სწორედ ამ დროს მიიღო გადაწყვეტილება ინვესტირების შესახებ. ეს ნიშნავს ნდობას საქართველოს ეკონომიკის, მისი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის, თანამიმდევრული რეფორმებისა და რაც მთავარია, განვითარების კურსისადმი. ამასვე მიანიშნებს „Fitch“ - ის შეფასება, რომ არ მოელის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვან ცვლილებებს ფისკალური, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, რამდენადაც არსებობს ზოგადი კონსენსუსი ეკონომიკური პოლიტიკის და ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.



შეხვედრაზე ასევე განიხილეს „Fitch“ - ის შეფასების სხვა ასპექტებიც. მათ შორის, როგორ შეაფასა აღნიშნულმა ორგანიზაციამ საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. აღინიშნა, რომ „Fitch“ - ის შეფასება, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია ოფიციალურ კრედიტორებთან წარმატებული თანამშრომლობით, დადებითი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის გახანგრძლივება 2021 წლის აპრილამდე ხაზს უსვამს ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას და ხელისუფლების მზაობას, გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმები, საარჩევნო წლის მიუხედავად.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up