ნათია თურნავა - ევროპული ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმება 40%-ით გაიზარდა

ნათია თურნავა - ევროპული ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმება 40%-ით გაიზარდა

access_time2020-09-24 12:30:00

„საქართველოს მომავალი სიძლიერე და ეკონომიკური კეთილდღეობა ზღვას უკავშირდება. საქართველო ზრუნავს საკუთარი საზღვაო დარგის მდგრად განვითარებაზე და ამასთან, საქართველოს, როგორც IMO-ს (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია) წევრ ქვეყანას თავისი კონტრიბუცია შეაქვს ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში. საქართველო იყო ერთ-ერთი 14 საზღვაო ქვეყანას შორის, რომელიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოწოდებას გამოეხმაურა და მეზღვაურებს, როგორც საკვანძო პროფესიის წარმომადგენლებს და საერთაშორისო ნაოსნობის ძირითად მამოძრავებელ ძალას, მხარდაჭერა გამოუცხადა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც ქვეყნის საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიო საზღვაო დღე მიულოცა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის განცხადებით, პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დაინახა მსოფლიომ, თუ რამდენად დიდია საზღვაო გადაზიდვების და ამ დარგში მომუშავე პირების მნიშვნელობა კაცობრიობის მდგრადი მომავლის შექმნისთვის.



„საქართველოში 14,000-მდე რეგისტრირებული მეზღვაურია. თითოეული მეზღვაურის წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან დიდია: ყველაზე კონსერვატიული გათვლებით, ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკაში ნაღდი ფულის სახით დაახლოებით 500 მილიონი ლარი შემოაქვთ და ამ თვალსაზრისით ქართული ეკონომიკის მდგრადობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნიან. 2019 წლის მონაცემებით საქართველო მე-13 ადგილს იკავებდა ევროკავშირის ქვეყნების გემებზე ოფიცერთა შემადგენლობის მიწოდების კუთხით. 2015 წელთან შედარებით კი ბოლო წლებში ევროპული დროშების ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების კუთხით დაახლოებით 40%-იანი ზრდა გვაქვს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.




მინისტრის განცხადებით, უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის წყალობით, საქართველოს საზღვაო სექტორი ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება. მსოფლიოს 53 ქვეყნიდან, რომელიც ქართულ სერტიფიკატებს აღიარებს, 19 ევროკავშირის წევრია.



„თანამედროვე მიდგომების, უპრეცენდენტო ორგანიზებულობისა და კოორდინაციის წყალობით საქართველოს პორტები დღეს უწყვეტ რეჟიმში სრული დატვირთვით მუშაობენ და ქვეყნის მომარაგებასა და მთლიანად რეგიონის ლოგისტიკურ ჯაჭვში სრულფასოვნად არიან ჩართულნი. ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები და პროექტები საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ევროპული სტანდარტით შეასრულოს თავისი, როგორც საზღვაო ქვეყნის ფუნქციები და ვალდებულებები საერთაშორისო დონეზე,“ - განაცხადა მინისტრმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up