ნათია თურნავა ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის ახალ გენერალურ მდივანს შეხვდა

ნათია თურნავა ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის ახალ გენერალურ მდივანს შეხვდა

access_time2020-02-24 15:06:07

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) პროგრამის ახალ გენერალურ მდივანს ასეტ ასავბაევს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


„აღნიშნული პროგრამა მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისკენ, რომელიც სათავეს იღებს ევროპაში და სამხრეთ კავკასიის გავლით ცენტრალური აზიისკენ მიემართება. შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი.



შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მონაწილეობა ტრასეკას პროგრამის ფარგლებში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.



ნათია თურნავამ ტრასეკას ახალ გენერალ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების, ასევე იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით.




მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ასევე საპორტო შესაძლებლობების გაზრდისკენ მიმართული პროექტები. ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული პროექტების დასრულებისა და ამოქმედების შემდეგ საქართველოს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, ასევე ამაღლდება გადაზიდვების უსაფრთხოება.



განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საკონტეინერო გადაზიდვების გაზრდილ მაჩვენებელზე. კერძოდ, 2019 წელს საქართველოს პორტები მოემსახურნენ კონტეინერების რეკორდულ მაჩვენებელს - 647,816 ტეუ - ს, რაც 2018 წელთან შედარებით 42 პროცენტით მეტია. აღნიშნული ტენდენცია 2020 წელსაც შენარჩუნდა. ამასთან, გაიზარდა საქართველოს რკინიგზის მეშვეობით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობაც და მატებამ წინა წელთან შედარებით 39 პროცენტი შეადგინა.



შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის გაციფრულების პროექტზე, რომელიც ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნულის პროექტის განხორციელებით მნიშვნელოვნად გაიზრდება დერეფნის კონკურენტუნარიანობა და მიმზიდველობა, რომელიც ჩინეთსა და ევროპას ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით ერთმანეთს დააკავშირებს. მხარეები აღნიშნული დერეფნის განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.



„ტრასეკას" პროგრამაში ჩართულია საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ირანი, უკრაინა, მოლდოვა, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up