ნათია თურნავა: ევროკავშირის თანადგომით ვეხმარებით ბიზნესს იყვნენ უფრო ენერგოეფექტურები

ნათია თურნავა: ევროკავშირის თანადგომით ვეხმარებით ბიზნესს იყვნენ უფრო ენერგოეფექტურები

access_time2019-07-11 15:56:20

„ენერგეტიკა არის ერთ-ერთი ის სფერო, რომელშიც გაუმჯობესება გვაქვს ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესაბამისად. ვახდენთ ჩვენი ეკონომიკის ხელახალ ფორმირებას, გარკვეული რეფორმების გატარებას, რათა გადავიდეთ მწვანე ეკონომიკურ მოდელზე - მწვანე ბაზრის ეტაპზე. აქტიურად ვეხმარებით განახლებადი ენერგიის წარმოებას, ენერგოეფექტურობის კუთხით ვახორციელებთ სრულიად ახალ პრინციპებს საქართველოში, ვამზადებთ ევროკავშირის დახმარებით კონკრეტულ პროგრამას, კანონმდებლობას და კანონქვემდებარე აქტებს, რათა დავეხმაროთ ბიზნესებს, რომ იყვნენ უფრო ენერგოეფექტურები" - ეს განცხადება ნათია თურნავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე გააკეთა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის თქმით, ენერგოეფექტურობა წარმოადგენს ერთგვარ გამოწვევას, თუმცა ამავდროულად, ეს არის ახალი შესაძლებლობები ევროპული ბიზნესებისთვის. „2020 წლისთვის ვახორციელებთ ენერგოეფექტურობის სტანდარტს სამშენებლო ინდუსტრიულ მრეწველობაში, რომელიც საჭიროებს დამატებით ცოდნას, დამატებით ინვესტიციებს ევროპული მხრიდან და სწორედ ამიტომ მსურს მივმართო ევროპულ კომპანიებს, გამოიყენონ დახმარების ეს შესანიშნავი შესაძლებლობა" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



ნათია თურნავას თქმით, საქართველოს აქვს ამბიცია, აწარმოოს ელექტრომანქანები ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისად, რაც მოითხოვს დამატებით ინფრასტრუქტურას. „ყველა ეს სფერო, ერთი მხრივ, უკავშირდება იმ ვალდებულებას, რომელიც ჩვენ ავიღეთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერით. რასაკვირველია, ეს გახლავთ ახალი შესაძლებლობები, ახალი პროექტები ევროპელი ბიზნესპარტნიორებისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, რომ შეიქმნას ერთობლივი საწარმოები ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობის საფუძველზე", - განაცხადა ნათია თურნავამ.









BAG-„საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო“

BAG-„საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო“
access_time2019-11-20 17:25:59
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეხმაურება დღეს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვას. ასოციაცია ასევე პასუხობს იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც დღეს მოგვმართეს აღნიშნულ თემატიკასთანდაკავშირებით. პირველ რიგში, ლარის გაცვლით კურსზე: ჩვენ მივიჩნევთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ...

ქრონიკული წარუმატებლობა უნდა დასრულდეს

ქრონიკული წარუმატებლობა უნდა დასრულდეს
access_time2019-11-20 17:30:54
ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეს არის მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიდეს წარუმატებელი და მატყუარა ხელისუფალი ქვეყნის მმართველობიდან. კითხვააზე პასუხი, ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში როგორ...

ზაზა ოქუაშვილი – თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი და სამართალი ტერორშია

ზაზა ოქუაშვილი – თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი და სამართალი  ტერორშია
access_time2019-11-20 13:08:30
ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს. ზაზა ოქუაშვილის შეფასებით, „ივანიშვილის ძალადობრივმა რეჟიმმა მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საპატრიარქოს მითვისებაც კი მოინდომა“. მისივე განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და აღარ გააგრძელოს ძალის გამოყენება. „ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი,...

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“
access_time2019-11-20 12:10:22
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები არ ცხრება. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. პოლიციამ რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილები წყლის ჭავლით დაშალა, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ახდენდნენ. მიმდინარე მოვლენებს „კომერსანტთან“ მთავრობის გუნდის ყოფილი წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი...

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები შესაძლოა აიკრძალოს

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები შესაძლოა აიკრძალოს
access_time2019-11-20 13:15:47
საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის...


მსგავსი სიახლეები

up