ნათია თურნავა - ევროკავშირი გიდების სერტიფიცირების გეგმის მომზადებაში დაგვეხმარება

ნათია თურნავა - ევროკავშირი გიდების სერტიფიცირების გეგმის მომზადებაში დაგვეხმარება

access_time2020-05-19 13:10:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელს დომენიკ პაპენჰაიმს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GiZ) წარმომადგენელს ფილიპ შტაინჰაიმსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელს გერჰარდ შაუმბერგერს შეხვდა და მათთან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის ტექნიკურ დახმარებაზე გიდების სერტიფიცირების პროგრამის განსახორციელებლად.


მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე და მის გავლენაზე ეკონომიკურ ცხოვრებაში. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სექტორმა მალე დააღწიოს თავი კრიზისულ ვითარებას. „ჩვენ ვეხმარებით კერძო სექტორს, რათა დროულად მოხდეს ადგილობრივი ტურისტული ბაზრის გახსნა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურებისთვის," - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მინისტრმა სტუმრებს ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც კოვიდ-19 - ის გამოწვევების შესაბამისად მომზადდა და მიზნად ისახავს ტურისტული ინდუსტრიის მზადყოფნას პანდემიის შემდგომ პერიოდში ტურისტების უსაფრთხო მომსახურებისთვის. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფის - გიდების მომსახურების ადაპტაციაზე პოსტკოვიდური უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირი დაეხმარება ქართულ მხარეს, მოამზადოს გიდების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების სისტემა. ამ მიზნით, შემუშავდება სამოქმედო გეგმა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით. ითქვა, რომ საქართველოს ავსტრიის მხარესთან უკვე აკავშირებს თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა გუდაურში სამთო გამყოლთა სკოლის პროექტის სახით.


ნათია თურნავას განცხადებით, გიდების გადამზადება პოსტკოვიდური გამოწვევების მიხედვით უაღრესად მნიშვნელოვანია. „საქართველო - უსაფრთხო დანიშნულების ადგილი - ეს არის გზავნილი, რომლითაც ჩვენ ვგეგმავთ, რომ წარვდგეთ მსოფლიოს წინაშე. ამდენად, ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის ყველა რგოლი უსაფრთხოების უმკაცრეს მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს შეეხება გიდებსაც, რომელთა სერტიფიცირების სისტემაზეც ვიწყებთ მუშაობას. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები გიდების ასოციაციები და ეს ყველაფერი მოხმარდება ხარისხის ამაღლებას და უსაფრთხოების წესების დანერგვას ამ სფეროში," - განაცხადა ნათია თურნავამ.


შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up