ნათია თურნავა: „ეს საერთო გამარჯვებაა, შეთანხმება შედგა ჭიათურლებსა და კომპანიას შორის - ეს მათი  თვითშეგნების და პასუხისმგებლობის შედეგია

ნათია თურნავა: „ეს საერთო გამარჯვებაა, შეთანხმება შედგა ჭიათურლებსა და კომპანიას შორის - ეს მათი თვითშეგნების და პასუხისმგებლობის შედეგია

access_time2019-05-27 22:28:04

„გვიხარია და ყველას ვულოცავთ, რომ ეს კრიზისული სიტუაცია მშვიდობიანად არის დარეგულირებული. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს საერთო გამარჯვებაა და შეთანხმება შედგა პირველ რიგში ჭიათურლებსა და კომპანიას შორის - ეს მათი ერთობლივი თვითშეგნების, მათი პასუხისმგებლიანი მიდგომის შედეგია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან მოლაპარაკებების შემდეგ. ამის შესახებ „კომერსანტს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.



ნათია თურნავას ინფორმაციით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი და გაფიცული მაღაროელები მოლაპარაკებების პროცესში გონივრულ კომპრომისზე წავიდნენ, რაც ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმებით დასრულდა. „მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება. რაც შეეხება დაზღვევას, კვებას, ჯანმრთელობის დაცვასთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს - ეს კომპანიის ცალსახა ვალდებულებაა, ჩვენ ვიქნებით დამკვირვებლები და გარანტორები, რომ ისინი შესრულდეს. რაც შეეხება ხელფასების ნაწილს, კარგია, რომ აქ ორივე მხარე წავიდა გონივრულ კომპრომისზე, გაითვალისწინეს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, ასევე დასაქმებულების მოთხოვნები და შედგა გონივრული კომპრომისი. ამ ნაწილში ჩვენ მხოლოდ მედიაცია გავწიეთ, რადგან სწორია, რომ კერძო ბიზნესმა და იქ დასაქმებულებმა გამონახონ საერთო ენა, მათ შორის სახელფასო თემაზე, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ მხარეებს შორის შეთანხმების პროცესს ხელი შეუწყო, როგორც მედიატორმა. „ჩვენ ვიქნებით გარანტორები, რომ ყველა პირობა, რაზეც შეთანხმება შედგა, ნამდვილად შესრულდება, განსაკუთრებით პრინციპულები და შეუპოვრები ვიქნებით იმ პირობების შესრულების ნაწილში, რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, ჯანდაცვას და კვებას - ამასთან დაკავშირებით დღეს ძალიან კონკრეტული გეგმები დაიდო, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კომპანიის დროებითი მმართველი მთავრობის დანიშნულია და მას ძალიან მკაცრად მოსთხოვენ მიღწეული შეთანხმების შესრულებას.




ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, კომპანიას ჯანდაცვის ნაწილში მითითება მიეცა, რომ უზრუნველყოს პირველადი ჯანდაცვა, გახსნას სამედიცინო პუნქტები. ასევე მიეცა კომპანიას მითითება კვების ნაწილშიც. რაც შეეხება გადაიარაღების თემას, ნათია თურნავას განცხადებით, კონკრეტული გეგმა გაიწერება ვადებში, რომლის შესრულებაც მთავრობის მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება. ასევე მაღაროელების მოთხოვნით გატარდა გარკვეული საკადრო ცვლილებები.



„გაფიცულთა მოთხოვნები სამართლიანი შრომის ელემენტარული პირობების დაცვის ნაწილში, კომპანიამ თავის მხრივ გადადგა შემხვედრი ნაბიჯი იმ მხრივ - სპეციალური, სოციალური საკითხებით დაკავებული მენეჯერი გამოიყოფა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდება ჭიათურლების საჭიროებებს. აბსოლუტურად სამართლიანი იყო მოთხოვნა შრომის უსაფრთხოების დაცვის, ასევე ეკოლოგიურ ნაწილშიც, და გვიხარია, რომ შედგა შეთანხმება და კომპანია ქალაქსაც დაეხმარება ელემენტარული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.



კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულ მაღაროელებს შორის მოლაპარაკებების პროცესში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები იყვნენ ჩართულნი. ხვალიდან მაღაროში სამუშაო პროცესი განახლდება.







TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...


მსგავსი სიახლეები

up