ნათია თურნავა - ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, უფრო მეტად გვაახლოებს ევროკავშირთან

ნათია თურნავა - ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, უფრო მეტად გვაახლოებს ევროკავშირთან

access_time2020-05-22 18:31:49

„მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი დაამტკიცა. ეს არის ერთ-ერთი პრინციპული კანონი, რომელიც გვაახლოებს ევროკავშირთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის მიერ ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის დამტკიცების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო სამი წელია ქვეყანა დაჩქარებულ რეფორმებს ახორციელებს ენერგოსექტორში და მთავარი ამოცანაა, ენერგეტიკული სექტორი რეალურად გარდაიქმნას ევროპული სტანდარტებით აგებულ მწვანე ენერგოსექტორად.


„ჩვენ დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა, გავატარეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და ამოცანა არის, რომ ჩვენი საკუთარი მწვანე რესურსი უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ. გარდა ამისა, ვისწავლოთ ამ რესურსის ეფექტიანი მოხმარება. აქედან გამომდინარე, ვულოცავ მთელ ენერგეტიკულ სექტორს, მთლიანად საქართველოს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ყველაფერთან ერთად უფრო მეტად გვაახლოებს ევროკავშირთან და ევროკავშირში არსებულ წესებთან", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში, პარლამენტმა ასევე დაამტკიცა კანონპროექტი ენერგოეფექტური შენობების შესახებ. ორივე კანონის მიღება საქართველოს ენერგეტიკული რეფორმის შემადგენელია, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირთან „ასოცირების შეთანხმების" გაფორმებისა და შესაბამისად, საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში" გაწევრიანების საფუძველზე ახორციელებს. საქართველოსთვის, როგორც აღნიშნული გაერთიანების წევრი სახელმწიფოსთვის, სავალდებულო გახდა შესაბამისი ევროდირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია.


შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონის მიზანია, შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, რასაც, სათბური გაზების ემისიის შემცირებასთან ერთად, გააჩნია სხვა ბევრი ისეთი დადებითი შედეგიც, როგორიცაა მაგალითად სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა, ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაცია, ჰაერის, წყლის მიწის დაბინძურების შემცირება, ადამიანის ჯანმრთელობისა და კომფორტის დონის გაზრდა, ენერგიის მოხმარებაზე გადასახადების შემცირება და სხვ.


ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მიზნების შესრულება ხელს შეუწყობს ენერგიაზე მოთხოვნის ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მიზანშეწონილი მართვის პრაქტიკის დანერგვას; ენერგორესურსების იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას, შესაბამისად ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას, რაც ასევე უზრუნველყოფს ქვეყნიდან გასული ვალუტის შემცირებას; როგორც გარე, ეკოლოგიური მდგომარეობის ასევე, შენობების შიდა კლიმატური პირობების გაუმჯობესებას, რაც ჯანმრთელობის დაცვის, შრომისუნარიანობის ამაღლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და შესაბამისად მოსწავლეების განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია.





„თიბისი“ ჯგუფი ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ ელის“ - ოთარ ნადარაია

„თიბისი“ ჯგუფი ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ ელის“ - ოთარ ნადარაია
access_time2020-06-04 14:00:30
„ლარის მკვეთრ გაუფასურებას თიბისი ჯგუფი აღარ ელის, რადგან შემოდინებებში რა დანაკარგიც არის საკმარისად კომპენსირდება საგარეო დაფინანსებით, რომელიც საქართველომ მოიძია“, - ამის შესახებ თიბისი ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ მედიასთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა. რაც შეეხება დოლარს, ნადარაიას ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე ის ძალიან გამყარებულია, შესაბამისად, არ ვარაუდობს, რომ მოსალოდნელია დოლარის შემდგომი მატერიალური...

Bloomberg-ის სისტემაში ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება

Bloomberg-ის სისტემაში ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება
access_time2020-06-04 12:45:38
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.0175-ით დაიწყო, 12:40 საათისთვის 1 დოლარი 3.9850-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0416 ლარი შეადგინა.

დღეს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას დაამტკიცებს

დღეს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას დაამტკიცებს
access_time2020-06-04 11:26:59
იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის შენარჩუნების ყველაზე ეფექტური და სწრაფი...

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
access_time2020-06-04 09:25:22
ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ამ ერთერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიისგან ფინკა ბანკმა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო. “ფინკა ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო კომპანია სიმბიოტიკსთან თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი 15 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული აქტივობები დაგვეხმარება გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლების მომსახურება, განსაკუთრებით კი...

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს
access_time2020-06-04 10:10:02
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა. შეხვედრაში ასოციაციის ის წევრი კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებიც სამშენებლო სექტორსა და უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებენ. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის მონაწილეები შეეხნენ იმ პრობლემატიკას, რომელიც მშენებლებსა და დეველოპერებს ბოლო წლებია აწუხებთ და რომელთა გადაწყვეტაც პოზიტიურად აისახება სექტორის განვითარებაზე მაშინ, როცა პანდემიის...


მსგავსი სიახლეები

up