ნათია თურნავა: ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი ენერგეტიკაში ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს

ნათია თურნავა: ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი ენერგეტიკაში ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს

access_time2020-07-02 16:15:48

„მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი, რაც გაამარტივებს და უზრუნველყოფს მეტი ინვესტიციის მოზიდვას ამ დარგში, ხელს შეუწყობს ჩვენი ჰიდრორესურსების მაქსიმალურ ათვისებას და „მწვანე ენერგეტიკის" განვითარებას," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მინისტრის თქმით, ხანგრძლივი მსჯელობა მიდიოდა იმაზე, თუ როგორ დაეჭირა მხარი სახელმწიფოს იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი განავითარონ მცირე და საშუალო ჰიდროსადგურები. „ენერგეტიკული რეფორმისა და ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ფარგლებში რამდენიმე ხნის წინ დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა, სადაც საათობრივი ვაჭრობა განხორციელდება. შესაბამისად, ზუსტად ახლა, ამ ბირჟის დაფუძნების შედეგებზე დაყრდნობით, შემოვიღეთ ისეთი წესი, რომ მცირე და საშუალო ჰიდროსადგურებში ინვესტიციის მოსურნე სუბიექტები ივაჭრებენ ამ ბირჟაზე და აქ მიღებულ შემოსავალთან ერთად, სახელმწიფოსგან, დამატებით 0,015 აშშ დოლარამდე მიიღებენ ყოველ კილოვატ საათზე გაყიდულ ელექტროენერგიაზე. ეს არის ე.წ feed-in premium - ევროპული პრაქტიკა, რომლის წყალობითაც უფრო მიმზიდველი გახდება ინვესტირება ენერგეტიკაში," - განაცხადა ნათია თურნავამ.


ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგეტიკა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. „აქედან გამომდინარე, ასეთი მექანიზმები, რომელიც წაახალისებს დარგში მეტ ინვესტიციას, აუცილებლად უნდა გვქონდეს ინვესტორებისთვის შეთავაზებული. ეს არის, ნაწილობრივ, საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობილი მექანიზმი, თუმცა, გამოხატულია მხარდაჭერაც სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც უზრუნველყოფს იმ რისკების განეიტრალებას, რაც ბაზრის ფასის ცვალებადობასთან არის დაკავშირებული,"- აღნიშნა მინისტრმა.



მისივე შეფასებით, მხარდაჭერის ახალი მექანიზმი მისასალმებელი იქნება ენერგეტიკით დაინტერესებული ინვესტორებისთვის, რადგან, მომზადების პროცესში მთავრობა მათთან ძალიან აქტიურ კონსულტაციებს გადიოდა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up