ნათია თურნავა - ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება, რაც საშუალებას მისცემს ბაზრის მოთამაშეებს ადვილად მოერგონ ცვლილებებს

ნათია თურნავა - ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება, რაც საშუალებას მისცემს ბაზრის მოთამაშეებს ადვილად მოერგონ ცვლილებებს

access_time2020-01-28 12:39:22

„მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმის ბოლო მიღწევა დაკავშირებულია ბაზრის დერეგულირებასთან, რომლის თანახმად, 2019 წლის 1 მაისს ათმა მსხვილმა ინდუსტრიულმა მომხმარებელმა მიიღო წვდომა ელექტროენერგიის ღია ბაზარზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020 - ს (Energy Week Georgia 2020) გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ნათია თურნავას თქმით, ეს ნაბიჯი შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს პირდაპირ მომხმარებლებად რეგისტრირებულ მეწარმეებს, ელექტროენერგია საბაზრო ფასით შეიძინონ. „თუ ასეთი მომხმარებლები ადრე ელექტროენერგიას ყიდულობდნენ ფიქსირებულ ფასად, რეფორმა საშუალებას აძლევს მათ, შეიძინონ საჭირო ელექტროენერგია თავისუფალი საბაზრო ფასებით", - აღნიშნა მინისტრმა.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, დერეგულირების მეორე ეტაპი 2021 წლისთვის დასრულდება. „ველოდებით, რომ ამ დროისთვის დერეგულაცია შეეხება ბაზრის 50%-ს. დერეგულირების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება, რაც საშუალებას მისცემს ბაზრის მოთამაშეებს ადვილად მოერგონ ცვლილებებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი განცხადებით, მთავრობა ყველა მომხმარებელს დაეხმარება, რომ გადალახოს გამოწვევები, რომლებიც შეიძლება ბაზრის გახსნის პირველ ეტაპზე წარმოიშვას.




ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, შემცირდება საცალო მომხმარებლების ტარიფით ელექტროენერგიის მოხმარება, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, უფრო მეტი დამცავი მექანიზმები შექმნას მეწარმე მომხმარებლის და მცირე ბიზნესის დასახმარებლად. „ამასთან, ეს რეფორმა კარგი მოტივაცია იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაში საქართველოს მაგენერირებელ შესაძლებლობებში, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას", - აღნიშნა მინისტრმა.







„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...

EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, დამსაქმებლებს დასაქმებულების ტრანსპორტირება დაავალოს

EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, დამსაქმებლებს დასაქმებულების ტრანსპორტირება დაავალოს
access_time2020-04-02 15:15:32
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)  ეხმიანება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის N204 დადგენილებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით საჯარო ტრანსპორტის შეზღუდვას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას სათანადო ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე გადაადგილების უზრუნველსაყოფად. „დღეს, საქართველოში...

Gepherrini: „ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია, ფაქტობრივად ნულზე ვრჩებით“

Gepherrini: „ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია, ფაქტობრივად ნულზე ვრჩებით“
access_time2020-04-02 14:15:17
ჩანთების ქართული  ბრენდი   Gepherrin, რომლის შემოსავლის  მნიშვნელოვანი ნაწილი პროდუქციის ონლაინ მიწოდებას ეყრდნობოდა, მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით საქმიანობას დროებით სრულად აჩერებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა, ხდება აქტიური კომუნიკაცია მთავრობასთან, რომ მიწოდების სერვისი არ იყოს შეზღუდული ამ ბიზნესისთვის, თუმცა ამ ეტაპზე უშედეგოდ. „ჩვენი მოხმარებლის დიდი ნაწილი დისტანციურად ყიდულობდა ჩვენს...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1862 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2300 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1862 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2300 ლარი ღირს
access_time2020-04-02 13:15:02
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1994-ით დაიწყო, 13:00 საათისთვის 1 დოლარი იგივე 3.1862-ის ნიშნულზეა. საქართველოს...

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

 ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს  კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-04-02 11:40:24
ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონა ვირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა. ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ 7...


მსგავსი სიახლეები

up