ნათია თურნავა - ისტორიული პროექტები ენერგეტიკის სექტორში  მომავალი წლიდან ამოქმედდება

ნათია თურნავა - ისტორიული პროექტები ენერგეტიკის სექტორში მომავალი წლიდან ამოქმედდება

access_time2019-12-27 15:54:18

„მიუხედავად არსებული გამომწვევებისა, ენერგეტიკის სექტორი ვითარდება და მომავალი წლიდან რამდენიმე ისტორიული პროექტი ამოქმედდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რადიო „მაესტროს ეთერში საუბრისას განაცხადა.


ნათია თურნავას ინფორმაციით, 2019 წელს დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 6 ახალი ჰესი, დადგმული სიმძლავრით 58 მგვტ, რომლებშიც ჯამში 80 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. „რაც შეეხება მომავალ წელს, დაგეგმილია 14 ახალი ჰესის და ერთი თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 500 მეგავატამდე იქნება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამოქმედდება ისტორიული პროექტები - შუახევჰესი დასრულდება და შევა ესპლუატაციაში; დაიწყება ნამახვანჰესის მშენებლობა; ნენსკრაჰესი კი ძირითად სამშენებლო ეტაპზე გადავა, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


მისივე თქმით, 2020 წელს ჯამში დაგეგმილია 13 ახალი ობიექტის, მათ შორის 8 ჰესის მშენებლობის დაწყება. ნათია თურნავას განცხადებით, ამ ჰესებს შორისაა ნამახვანჰესი, რომელიც არის უდიდესი პროექტი, 460 მეგავატი დადგმული სიმძლავრის, რომელშიც 800 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდა და წლებია მიმდინარეობს ამ პროექტზე მუშაობა.


„ძალიან კომპლექსური პროექტია და მინდა აღვნიშნო, რომ რაც მთავარია, მიმდინარეობს საჯარო განხილვები ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე, ძალიან აქტიურ ვითარებაში. მიხარია, რომ ჩვენ თანდათან, შევძელით, შევცვალეთ ტენდენცია და გვაქვს სერიოზული წინსვლა, რომ ზედმეტი ხმაურის და ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე მოხდეს განხილვები, - განაცხადა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება „ხადორი სამს, ეს არის განსხვავებული შემთხვევა და როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, პროექტის მშენებლობა არ განახლდება, ვიდრე არ იქნება უმაღლესი დონის კონსენსუსი მოსახლეობასთან.



ამასთან , მინისტრის თქმით, ყველა პროექტთან მიმართებაში, უფრო მეტი ყურადღება ექცევა მოსახლეობის სოციალურ მოთხოვნებს, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ასევე ინვესტორს უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება უწევს.


„2018-2019 წელი იყო ამ გამოცდილების დაგროვების წელი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ეს გამოცდილება, ეს ცოდნა შევიძინეთ, როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს და ეს ტენდენცია უკვე გადატეხილია არსებითად. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ ენერგეტიკაში რაღაც დიდად გაპრობლემდა, არასწორი იქნება - მოვახერხეთ და გადავტეხეთ ტენდენცია. მე ვიტყოდი, რომ ამ სექტორში წინსვლა არის ენერგეტიკაში განხორციელებული რეფორმების შედეგი, - აღნიშნა ნათია თურნავამ.






MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...

ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს

ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს
access_time2020-08-08 12:21:19
ბრიტანული საავიაციო კომპანია British Airways კორონავირუსის პანდემიის გამო თანამშრომლების მეოთხედის შემცირებას აპირებს. როგორც ტელეკომპანია Sky News იუწყება, საუბარია, 42 ათასიანი შტატის 10,7 ათასით შემცირებაზე. British Airways-მა პარასკევს გამოაცხადა,...


მსგავსი სიახლეები

up