ნათია თურნავა - ენერგეტიკის განვითარების ფონდი საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდას და მაქსიმალურ ათვისებას უწყობს ხელს

ნათია თურნავა - ენერგეტიკის განვითარების ფონდი საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდას და მაქსიმალურ ათვისებას უწყობს ხელს

access_time2019-12-18 16:20:52

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის განვითარების ფონდის წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების განხილვა გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ორგანიზაციის უმთავრეს ამოცანას განახლებადი ენერგიის წყაროების პერსპექტიული პროექტების მოძიება და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. განხილვას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.



ფონდის დირექტორის გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ფონდის წარმატებულმა საქმიანობამ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინვესტიციების მოზიდვას საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში. გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს, რათა ინვესტიციები მოიზიდოს ქარის და მზის ენერგიების მიმართულებით; ასევე ახორციელებს ბიომასის და ალტერნატიული ენერგიის პროექტებს, რომლებიც, თავის მხრივ, ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში ახალი ტექნოლოგიების შემოსვლას უწყობს ხელს. ფონდი ასევე ახორციელებს სოციალური დანიშნულების პროექტებს საქართველოს მთიანეთში ელექტროენერგიის მუდმივი მიწოდების უზრუნველსაყოფად, სადაც ტრადიციული ელექტროენერგეტიკა არასდროს ყოფილა განვითარებული.




„ფონდი რამდენიმე ათეულ პროექტს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკაში და მისი პორტფელი დივერსიფიცირებულია. კომპანია, ერთი მხრივ, თავადაა პროექტირების ან მშენებლობის ეტაპზე არსებული ენერგოობიექტების თანაინვესტორი, მეორე მხრივ კი ახორციელებს კვლევებს, დამატებით არატრადიციული ენერგეტიკული რესურსების გამოყენების შესაძლებლობების აღმოსაჩენად. მნიშვნელოვანია, რომ ფონდი მიმდინარე წელს საოპერაციო მოგებით ასრულებს, რომელიც კვლავ ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდას და ათვისებას მოხმარდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.



აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის განვითარების ფონდის 2019 წლის პორტფელი მოიცავს 5 ჰიდროელექტროსადგურის, ქარის 5, მზის 1 და 2 სოციალურ ჰიდრო პროექტს. 2020 წლისთვის მეტი აქცენტი განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებაზე გაკეთდება. კერძოდ, დამატებით განხორციელდება ქარის ერთი და მზის ორი ელექტროსადგურის განვითარებისათვის საჭირო სამუშაოები; გარდა ამისა, ფშავ-ხევსურეთის სოფლებში არდოტსა და როშკაში ფონდის მეშვეობით მოგვარდება ენერგომომარაგების საკითხი. 2020 წელს ფონდი პირველად განახორციელებს ინვესტიციას ბიომასის და სხვა ალტერნატიულ განახლებად პროექტებში.







20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up