ნათია თურნავა: „ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის  ალტერნატივაა ის, რომ რომელიმე ქვეყანაში გავიდეს ჩვენი ვალუტა, იქიდან შემოვიტანოთ დენი და არა ინვესტიცია, რომელიც აქ ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს“

ნათია თურნავა: „ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის ალტერნატივაა ის, რომ რომელიმე ქვეყანაში გავიდეს ჩვენი ვალუტა, იქიდან შემოვიტანოთ დენი და არა ინვესტიცია, რომელიც აქ ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს“

access_time2021-03-05 20:00:00

რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო? ინვესტორი ქართველი უნდა იყოს, თუ - უცხოელი? - ამ და მსგავს შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, ლევან დავითაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უპასუხა. მთავრობის წარმომადგენლები ცაგერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


როგორც ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის დროს აღნიშნა, არსებობს რთული ჰესები, სადაც მაღალი კაშხლებია და სადაც მეტი კომუნიკაციაა საჭირო ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებიც დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი და ასეთ დროს, სამომავლოდ შეიძლება განხილული იყოს, რომ მსგავსი ობიექტების მშენებლობისას ლიდერის პოზიცია სახელმწიფომ იტვირთოს. ნათია თურნავას შეფასებით, ასეთი ჰესები აუცილებლად იქნება ასაშენებელი, მაგრამ სახელმწიფოს ჩართულობა, როგორც მესაკუთრისა და ინვესტორის, ალბათ იმისთვისაც იქნება უფრო მეტად მნიშვნელოვანი, რომ მსგავსი შეკითხვები არ დაისვას.


„წარმოადგენს თუ არა უცხოელი ინვესტორი, „ნამახვანის" შემთხვევაში, კონკრეტულად, თურქი ინვესტორი საფრთხეს? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ საკუთარი რესურსებით, საკუთარი ფინანსებით უცხოური ინვესტიციების გარეშე ეკონომიკას ვერ განვავითარებთ. მე მგონი, ამის მტკიცება თანამედროვე საქართველოში საჭირო არც არის. ჩვენი ეკონომიკა რომ განვითარდეს, ევროკავშირის ქვეყანა გავხდეთ და ევროპული ცხოვრების დონეზე ავიდეთ, ეს მარტო ჩვენი რესურსით შეუძლებელია. ამიტომაც გვეამაყება, როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში საქართველო სახელდება ერთ-ერთი ყველაზე გახსნილ ქვეყნად უცხოელი ინვესტორების მიმართ“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.



ეკონომიკის მინისტრის თქმით, უცხოელ ინვესტორებს მოაქვთ ის სიკეთე, რომ ფულს დებენ საქართველოში, აქ აფუძნებენ და ავითარებენ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში იხდიან გადასახადებს და აქვე ასაქმებენ ადამიანებს.


„ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის ალტერნატივაა ის, რომ რომელიმე ქვეყანაში გავიდეს ჩვენი ფული, ჩვენი ვალუტა და იქიდან შემოვიტანოთ არა ინვესტიცია, რომელიც აქ ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს, არამედ - დენი, თანაც იმ პირობით, რასაც გვიკარნახებენ“ - განაცხადა ნათია თურნავამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up