ნათია თურნავა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა

ნათია თურნავა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა

access_time2020-02-12 16:50:52

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დირექტორს გლობალური ურთიერთობის საკითხებში ანდრეას შაალს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო საქართველოსა და OECD - ს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე წლის 17 – 19 მარტს თბილისში დაგეგმილი აღნიშნული ორგანიზაციის წლიური შეხვედრის - OECD Eurasia Week საორგანიზაციო საკითხები. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ქართულმა მხარემ ევროკავშირის მხარდაჭერით და OECD - ისა და GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების) თანამშრომლობით შეიმუშავა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016 – 2020 წლებისთვის, ასევე აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია 2021 – 2025 წლების სტრატეგიაზე მუშაობა.



ყურადღება გამახვილდა OECD-ის მიერ საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების მონიტორინგზე, რომლის შესწავლის შემდეგაც OECD-ის მიერ დადებითად შეფასდა სტრატეგიის შესრულების მდგომარეობა და საქართველო დასახელდა სამოდელო ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო ქვეყნებს შორის.




ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში, სადაც OECD Eurasia Week - ის ღონისძიება ჩატარდება, რაც საქართველოს, როგორც წარმატებული ეკონომიკური რეფორმების განმახორციელებელი ქვეყნის დიდი აღიარებაა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კვლევა „მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2020", რომლის მიხედვითაც საქართველომ კვლავ მნიშვნელოვანი პროგნოზი აჩვენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. კვირეულის დროს ასევე გაიმართება სესია, რომელზეც OECD-ის მიერ წარმოდგენილი იქნება „საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის მიმოხილვის" პირველადი მიგნებები.



შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიის მიმართულების დირექტორი უილიამ ტომპსონი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up