ნათია თურნავა - ეკონომიკაში ასეთი დადებითი მუხტის ერთ-ერთ საწინდარი პოლიტიკური სტაბილურობაა

ნათია თურნავა - ეკონომიკაში ასეთი დადებითი მუხტის ერთ-ერთ საწინდარი პოლიტიკური სტაბილურობაა

access_time2021-05-31 17:24:03

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მაჩვენებელების შეფასებისას ეკონომიკის მინისტრმა ის ფაქტორები განმარტა, რომლებმაც აპრილის თვეში ისტორიული, ნახტომისებური მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


„პირველი და უმთავრესი, ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა - ბოლოდროინდელი კვლევებიც მეტყველებს, რომ როდესაც ბიზნესი აფასებს სამომავლო გეგმებს და ინვესტიციებს იმისთვის, რომ მას ჰქონდეს ეკონომიკის, მთავრობის ნაბიჯების, ინვესტიციების განხორციელების მიმართ მეტი ნდობა, აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც გამყარდა ჩვენი გუნდის ძალისხმევის შედეგად, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების დახმარებით და მთლიანად, საზოგადოებაში ჯანსაღი აზრის გამარჯვების შედეგად. ეს არის არის ერთ-ერთი მთავარი საწინდარი, რატომაც გაჩნდა ეკონომიკაში ასეთი დადებითი მუხტი და ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად სწორი იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეული გადაწყვეტილება, რომელმაც მოიტანა პოლიტიკური სტაბილურობა - დაწყებული იმ ნაბიჯებით, რომელმაც განამტკიცა მართლმსაჯულება, კანონი და დამთავრებული იმ კომპრომისით, რომელიც ევროპული ღირებულებების ერთგულებაზე მეტყველებს და ამან ბოლოს მოიტანა ის, რომ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას ვუბრუნდებით“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე რეფორმებს, რომლებიც გრძელდება და მიუხედავად პანდემიისა, არ შენელებულა. მათ შორის ნათია თურნავამ დაასახელა მსხვილი ეკონომიკური პროექტები, ასევე სახელმწიფო დახმარების პროგრამები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის მანძილზე განხორციელდა. მინისტრის ინფორმაციით, მხოლოდ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ბოლო წელიწადნახევარში განხორციელებული პროგრამების მიხედვით, 610 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის დაგენერირება მოხდა და ამას ემატება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული სხვა პროგრამები და პროექტები.



„კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ შევძელით ეკონომიკის გახსნა ტურისტებისა და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, რომლებიც არამარტო უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრიის მეშვეობით აკეთებენ შენატანს ეკონომიკურ ზრდაში, არამედ, ზოგადად, ზრდიან მოთხოვნას ჩვენ ბაზარზე, რაც წაახალისებს ვაჭრობას, ტრანსპორტს, სოფლის მეურნეობას, კვების ინდუსტრიას და ძალიან ბევრ დარგს. შესაბამისად, ის ფაქტორი, რომ 1-ელი ივნისიდან უკვე ვხსნით სახმელეთო საზღვრებს, თებერვლიდან შევძელით და გავხსენით საჰაერო საზღვრები, დავაჩქარეთ ვაქცინაცია, ტურიზმში დასაქმებული ადამიანები პრიორიტეტულად შედიან ვაქცინაციის სიაში და ვართ ერთ-ერთი უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა, არის ასევე ის ფაქტორი, რომელიც მოასწავებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up