ნათია თურნავა „ეიპიემ ტერმინალსზე“ - ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მეშვეობით არ ვისაუბრებთ ჩვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინვესტორთან

ნათია თურნავა „ეიპიემ ტერმინალსზე“ - ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მეშვეობით არ ვისაუბრებთ ჩვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინვესტორთან

access_time2019-06-18 23:25:35

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მეშვეობით არ ვისაუბრებთ ჩვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინვესტორთან. ვფიქრობ, რომ ჩვენ, ყველანაირად ვითანამშრომლებთ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათი თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას აპირებს, თუ არა „ეიპიემ ტერმინალსი“ სამართლებრივ დავას ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაუქმებულ ბრძანებასთან დაკავსირებით.


როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ფოთის პორტი მოქმედი პორტია, მას მთავრობის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება და ისინი ამ მხარდაჭერას მიიღებენ. მინისტრის თქმით, თუკი კომპანია“ეიპიემ ტერმინალსი“ კონკრეტულ ბიზნესგეგმას წარმოადგენს, მას განიხილავენ და საკითხზეც შესაბამისად იმსჯელებენ.


„ფოთის პორტის განვითარება მრავალი მიმართულებით შეიძლება. მაინც და მაინც, საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ ღრმაწყლოვანი პორტის თვალსაზრისით იყოს განვითარებული. მისი ინფრასტრუქტუირის გაძლიერება და განვითარება სხვა მიმართულებითაც შეიძლება. ამის კარგი დასტურია ე.წ პეისის პროექტი, რომელიც 50 მილიონი დოლარი ჯდება, სადაც „ოპიკი“, ამერიკული საფინანსო ინსტიკუტი მზად არის, გამოყოს დაფინანსება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, ვსაუბრობდით და ვისაუბროთ იგივე „ეიპიემ ტერმინელსთან“ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. როდესაც წარმოდგენილი იქნება, კონკრეტულად, რას გულისხმობდნენ, თუკი ამის სურვილი ექნებათ, ეს არის რეალურად ღრმაწყლოვან ინფრასტრუქტურაზე, არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე, უბრალოდ, საუბარი არის დასილვაზე თუ რაზე?! ... ასეთი დეკომუნენტაცია ჩვენთან სამინისტროში არ დევს.

ჩვენ არ დავმალეთ და მედიისთვის გავასაჯაროვეთ მიმოწერა. იქ, კონკრეტულად ჩანს, რომ იგივე ჩვენი ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნაც ეს არის, რომ შემოვიდეს ასეთი ტიპის დოკუმენტაცია, რათა დეტალურად გავეცნოთ. თუკი სურვილი ექნება „ეიპიემ ტერმინალს“ და წარმოადგენს ბიზნესგეგმას, უკვე შემდეგ შეგვეძლება ვიმსჯელოთ არის, თუ არა საეროდ საუბარი ღრმაწყლოვან ინფრასტრუქტურაზე. მანამდე, ზოგადად, ნაადრევი იყო მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც და მათ შორის, სხვა მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც. ეს, იმთავითვე, არასასურველი და კითხვების გამომწვევი იყო.


მე ისევ ვამბობ, რომ ვადასტურებ ჩვენს პატივისცემას „ეიპიემ ტერმინალსის“ ინვესტორების მიმართ. მზად ვართ, რომ მათ ვესაუბრთ, მათ შორის, იქ, აქვთ კონკრეტული საკითხები ფოთის პორტთან დაკავშირებით“. - განაცხადა თურნავამ.


შეგახსენებთ, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო,რომ ადევნებს თვალყურს 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებულ მოვლენებს და განიხილავს სამართლებრივი ღონისძიებების გამოყენებას.

„ამჟამად, საფუძვლიანად ვაანალიზებთ აღნიშნული ბრძანების გაუქმების გადაწყვეტილებას და განვიხილავთ შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს, რომელთაც შესაძლოა მივმართოთ“, -განაცხადა კომპანიამ.


ipn.ge






დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...


მსგავსი სიახლეები

up