ნათია თურნავა -  ძალიან სწრაფად ვაკეთებთ ვირუსის თითოეული კერის ლოკალიზებას, რაც დიდად არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოვიკვლევთ კონტაქტებს

ნათია თურნავა - ძალიან სწრაფად ვაკეთებთ ვირუსის თითოეული კერის ლოკალიზებას, რაც დიდად არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოვიკვლევთ კონტაქტებს

access_time2020-09-18 15:07:18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ის პრინციპი და აუცილებლობა განმარტა, რომლის თანახმადაც აქ ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა უწევთ, უცხოელებს კი - არა. ნათია თურნავამ ამ თემაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ოპოზიციას უპასუხა - ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„საქართველოს მოქალაქეები, ვინც ჩამოდიან, კარანტინში ხვდებიან, რომლის ხანგრძლივობაც ეტაპობრივად მცირდება - ამ თვალსაზრისით ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მსოფლიო მიღწევებს. უცხოელი მოქალაქე გაცილებით მარტივი სამონიტორინგოა მისი შემდგომი კავშირების კვლევის თვალსაზრისით, თუ ის ინფიცირებული აღმოჩნდება. თუმცა, მოგეხსენებათ, ახლა უცხოელების მიმართაც გავამკაცრეთ მიდგომა და სავალდებულოა PCR ტესტი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.



ნათია თურნავას თქმით, გაცილებით მარტივია იმ უცხოელების კონტაქტების მოძიება და კონტროლი, ვინც საქართველოში ნაცვალგების ქვეყნებიდან შემოდის. რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ერთი ოჯახის წევრს უწევს კარანტინის გავლა, ხოლო მეორეს - არა, ამის შესახებ ნათია თურნავა განმარტავს, რომ ოჯახის მეორე წევრსაც სრული უფლება აქვს, კარანტინი გაიზიაროს. „ამას გარდა, იმისთვის რომ ჩვენი მიკვლევადობა სრულფასოვანი იყოს, რაც ჩვენი ანტიპანდემიური ღონისძიებების სიძლიერეა - ჩვენ ძალიან სწრაფად ვაკეთებთ ვირუსის თითოეული კერის ლოკალიზებას, რაც დიდადაა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოვიკვლევთ კონტაქტებს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.




ამასთან დაკავშირებით როგორც მინისტრი აღნიშნავს, აქ დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს გაცილებით მეტი სოციალური თუ სამუშაო კონტაქტები აქვთ, შესაბამისად, გაცილებით დიდ რისკს ქმნიან ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.



„ჩვენ იმიტომ ვართ ძლიერები ანტიპანდემიურ ღონისძიებებში, რომ პირველივე დღიდან ვეყრდნობოდით ჩვენი ეპიდემიპლოგების, ჩვენი მედიკოსების რჩევებს. ეს არის ჩვენი ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია და მას იქამდე აღვასრულებთ, ვიდრე ამისი საჭიროება იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა, რომელშიც პარლამენტის პლენარულ სხდომაში ინტერპელაციის წესით, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.








აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 21:50:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up