ნათია თურნავა: „ძალიან მნიშვნელოვანია დავარწმუნოთ ყველა, რომ საქართველო კვლავაც არის არა მხოლოდ ყველაზე საინტერესო ტურისტული ლოკაცია რეგიონში, არამედ უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა“

ნათია თურნავა: „ძალიან მნიშვნელოვანია დავარწმუნოთ ყველა, რომ საქართველო კვლავაც არის არა მხოლოდ ყველაზე საინტერესო ტურისტული ლოკაცია რეგიონში, არამედ უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა“

access_time2021-02-09 22:00:00

„სასტუმროების წარმომადგენლებთან განვიხილეთ ჩვენი ახალი, მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც ასახავს პოსტკოვიდ-რეაბილიტაციას, აღდგენის პირობებსა და დახმარებას ტურიზმისთვის. საუბარია ახალ, მიზნობრივ ბაზრებზე, საქართველოს, როგორც უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყნის ახალ იმიჯზე , ასევე თანამშრომლობაზე ჩვენსა და სასტუმროებს შორის სწორედ ამ ძლიერი მესიჯის ქვეყნის გარეთ გატანასა და ამავდროულად, უსაფრთხოების წესების დაცვაში“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ტურიზმის ინდუსტრიასთან, კერძოდ, სასტუმროების ადმინისტრაციებთან გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის თანამონაწილეობით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, სასტუმროები ძალიან პასუხისმგებლიანად ეკიდებიან მომავალში ტურისტების მიღებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.



„ძალიან მნიშვნელოვანია დავარწმუნოთ ყველა, რომ საქართველო კვლავაც არის არამხოლოდ ყველაზე საინტერესო ტურისტული ლოკაცია რეგიონში, არამედ უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა და ამისთვის ყველა წინაპირობა გაგვაჩნია როგორც რეგულაციების, ასევე გამოცდილების, კარანტინების მართვისა და, რა თქმა უნდა, ასევე ცოდნის თვალსაზრისით“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.




სამინისტროში სასტუმროებთან გამართულ შეხვედრას, ასევე დაესწრნენ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up