ნათია თურნავა - დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ჩვენს უდიდეს სავაჭრო პარტნიორს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ვიყოთ მეტად დივერსიფიცირებულები

ნათია თურნავა - დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ჩვენს უდიდეს სავაჭრო პარტნიორს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ვიყოთ მეტად დივერსიფიცირებულები

access_time2019-07-11 15:26:17

„აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფორმატში დღეს ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ვმასპინძლობთ., რომლის ფარგლებშიც საუბარი მიმდინარეობს საერთო ინვესტიციებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და საერთო პროექტებზე", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის შესახებ კომენტირებისას ჟურნალისტებთან. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოს ეკონომიკა სულ სხვაა, ვიდრე ის ხუთი წლის წინ იყო, როცა ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს. ნათია თურნავას თქმით, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, პირველ რიგში ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციების და ჩატარებული რეფორმების წყალობით.



„საკმარისია ითქვას, რომ დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ჩვენს უდიდეს სავაჭრო პარტნიორს, რომელიც ყველაზე სწრაფად იზრდება, შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ვიყოთ მეტად დივერსიფიცირებულები. ასევე თუ ავიღებთ ჯამურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ევროპიდან, რაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განხორციელდა, მათი თითქმის ნახევარი ბოლო ხუთ წელიწადში განხორციელდა, ანუ მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები იქნა გაფორმებული. აქედან გამომდინარე, არასწორია იმის თქმა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით რაიმეს ვაკლებთ, პირიქით - ყველაზე სწრაფად იზრდება ჩვენი ვაჭრობა ევროკავშირთან, ეს ბაზარი წარმოადგენს მესამედზე მეტს ჩვენს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.




მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა, რომ ფორუმის ფარგლებში საუბარი შეეხება არამხოლოდ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, არამედ ევროკავშირთან უფრო მაღალი ხარისხის ჩართულობასა და ინტეგრაციას. მისი ინფორმაციით, ეს პირველ რიგში ეხება საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც სრულ თანხვედრაში უნდა მოვიდეს ევროკავშირთან, ასევე ენერგეტიკის სექტორში ახალ რეფორმებს - ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკასა და ეკონომიკაზე გადასვლას, და ხარისხის ახალ სისტემებს და უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს, რომელთა დანერგვის პროცესიც მიმდინარეობს.







BAG-„საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო“

BAG-„საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო“
access_time2019-11-20 17:25:59
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეხმაურება დღეს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვას. ასოციაცია ასევე პასუხობს იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც დღეს მოგვმართეს აღნიშნულ თემატიკასთანდაკავშირებით. პირველ რიგში, ლარის გაცვლით კურსზე: ჩვენ მივიჩნევთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ...

ქრონიკული წარუმატებლობა უნდა დასრულდეს

ქრონიკული წარუმატებლობა უნდა დასრულდეს
access_time2019-11-20 17:30:54
ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეს არის მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიდეს წარუმატებელი და მატყუარა ხელისუფალი ქვეყნის მმართველობიდან. კითხვააზე პასუხი, ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში როგორ...

„ტურისტებს უკვირთ, რომ სვანეთის ულამაზესი ლანდშაფტი ასეთი მოუვლელია.“ - როგორ ხვდება სვანეთი ზამთრის სეზონს

„ტურისტებს უკვირთ, რომ სვანეთის ულამაზესი ლანდშაფტი ასეთი მოუვლელია.“ - როგორ ხვდება სვანეთი ზამთრის სეზონს
access_time2019-11-20 18:45:08
„სვანეთში საბაგიროები ძალიან ხშირად ითიშება, შეიძლება აიყვანო ტურისტი და სულ ტყულად. სამთო-სათხილამურო კურორტზე ასე არ უნდა ხდებოდეს.“ - მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ მენეჯერი ლაშა ჯაფარიძე „კომერსანტთან“ იმ ძირითად პრობლემებზე საუბრობს, რასთან გამკლავებაც სეზონის მანძილზე სვანეთის მაღალმთიან რეგიონს უწევს. სვანეთში, კერძოდ სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდზე 5 საბაგირო ფუნქციონირებს - 4 -ი სკამიანი საბაგირო და 1 ბიგელი. კურორტ ჰაწვალზე ორი 2-სკამიანი...

ზაზა ოქუაშვილი – თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი და სამართალი ტერორშია

ზაზა ოქუაშვილი – თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი და სამართალი  ტერორშია
access_time2019-11-20 13:08:30
ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს. ზაზა ოქუაშვილის შეფასებით, „ივანიშვილის ძალადობრივმა რეჟიმმა მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საპატრიარქოს მითვისებაც კი მოინდომა“. მისივე განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და აღარ გააგრძელოს ძალის გამოყენება. „ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი,...

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“
access_time2019-11-20 12:10:22
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები არ ცხრება. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. პოლიციამ რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილები წყლის ჭავლით დაშალა, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ახდენდნენ. მიმდინარე მოვლენებს „კომერსანტთან“ მთავრობის გუნდის ყოფილი წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი...


მსგავსი სიახლეები

up