ნათია თურნავა - დღეიდან ვიწყებთ ბიზნესებისა და კომპანიების ინტენსიურ შემოწმებას, თუ როგორ ასრულებენ უსაფრთხო მუშაობისთვის დადგენილ წესებსა და გაიდლაინებს

ნათია თურნავა - დღეიდან ვიწყებთ ბიზნესებისა და კომპანიების ინტენსიურ შემოწმებას, თუ როგორ ასრულებენ უსაფრთხო მუშაობისთვის დადგენილ წესებსა და გაიდლაინებს

access_time2020-04-06 13:40:11

დღეიდან ვიწყებთ ბიზნესებისა და კომპანიების ინტენსიურ შემოწმებას, თუ როგორ ასრულებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ წესებსა და გაიდლაინებს, რომელიც დასაქმებულთა უსაფრთხო მუშაობისთვის არის აუცილებელი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის თქმით, შემოწმებას განახორციელებენ ჯანდაცვის სამინისტროში შემავალი შრომითი ინსპექციის სამსახური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უწყება ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო და მუნიციპალური ინსპექციები.



„პირველ რიგში, ვიწყებთ იმ სისტემური საწარმოების შემოწმებას, ვისაც დღესდღეობით ფუნქციონირების უფლება მიეცა და მათ დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს. შემოწმების მიზანია, დავრწმუნდეთ, რომ ყველა მითითებული წესი დაცულია და იქ საქმიანობა უსაფრთხოა. შემოწმების პროცესი ძალიან ინტენსიურად წარიმართება და ვვარაუდობთ, რომ გაერთიანებული ძალებით დღეში 50-მდე სხვადასხვა საწარმოსა და ბიზნესის შემოწმებას შევძლებთ, რადგან მნიშვნელოვანია ეს პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს, - განაცხადა ნათია თურნავამ.




მისივე თქმით, რა თქმა უნდა, პარალელურად, დაიწყება იმ ბიზნეზების მდგომარეობის შემოწმება, ვისაც დროებით შეუჩერდა საქმიანობის უფლება. ასეთ ბიზნესებს მიეცათ საშუალება, დროულად გადაეწყონ და უპასუხონ ამ ახალ სტანდარტებს და შემდგომში გააგრძელონ ფუნქციონირება.



მინისტრის განმარტებით, ეს არის დიდი და შრომატევადი პროცესია, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება და ამას უნდა შევეგუოთ.
„რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ კომპანიებს უსაფრთხო ბიზნესსაქმიანობის წესებზე სიღრმისეულად გადასაწყობად დრო სჭირდებათ. მაგრამ ეს არის ინვესტიცია, რომელიც მეწარმეებს არ დაეკარგებათ, იმიტომ, რომ სამომავლოდ ეს იქცევა ცხოვრების წესად. ამიტომ მივმართავ ბიზნესებს - კარგად მოემზადეთ, ეს დღეები გამოიყენეთ მოსამზადებლად იმისთვის, რომ წარმატებით გაიაროთ შემოწმების პროცესი და ჩვენ შევძლოთ თავისუფლად, მშვიდად მოგცეთ შემდგომი საქმიანობის გაგრძელების უფლება, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, მინისტრის თქმით, შემოწმების მთავარი მიზანი არა დასჯა, არამედ ბიზნესის დახმარებაა, რომ რაც შეიძლება, სწრაფად გადაეწყონ პოსტკოვიდურ ეტაპზე.



„აქვე მინდა გითხრათ, რომ შემოწმების პროცესის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი თავად დასაქმებულები იქნებიან, რომლებიც ცხელი ხაზის მეშვეობით შეგვატყობინებენ, არღვევს თუ არა რომელიმე საწარმო დადგენილ წესსა და გაიდლაინს. მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა არის არა დასჯა, მიუხედავად იმისა, რომ იქნება ჯარიმები და კანონმდებლობა საქმიანობის შეჩერებასაც ითვალისწინებს, არამედ ბიზნესის დახმარება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაეწყოს პოსტკოვიდურ ეტაპზე და მათი საქმიანობა იყოს უსაფრთხო, რათა თავისუფლად გააგრძელონ საქმიანობა, - აღნიშნა ნათია თურნავამ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up