ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

access_time2020-06-06 21:27:10

„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„რაც შეეხება კონრეტულ ქვეყნებს, მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვება, ეს სიტუაცია მუდმივად იცვლება. „ამიტომ, ჩვენ გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ. მთავარი ჩვენთვის არის უსაფრთხოება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება რუსეთს და სომხეთს, სადაც ეპიდემია მძვინვარებს.

„ჩვენ გვექნება განსხვავებული მიდგომა, საწყის ეტაპზე მაინც, ვიდრე ყველა ქვეყანა უსაფრთხო არ გახდება ჩვენთვის. მიდგომა, რა თქმა უნდა, იქნება სელექტიური.

ჩვენს სამეზობლოს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რეგიონის ქვეყნებიდან მომავალი ტურისტები ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობდნენ ჩვენს საერთო ტურისტულ ინდუსტრიაში, მაგრამ დღეს, ისევ ვაკვირდებით ქვეყნების ეპიდემილოგიურ ვითარებას და როგორც კი მოგვეცემა საშუალება, ალბათ, მაშინ მივუბრუნდებით რეგიონს, სხვაგანაც თუ გამოსწორდა ვითარება, სიას, საიდანაც ტურისტები შემოვლენ, სხვა ქვეყნებიც დაემატება.

ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები დიდ მზადყოფნის გამოხატავენ, მათ შორის ჩეხეთი, საბერძნეთი და ასე შემდეგ. თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ რეგულაციებს მიიღებს ევროკავშირი.

როგორც კი, ეს საერთო რეგულაციები იქნება საჯარო, იმედი გვაქვს, რომ მეტი წინგადადგმული ნაბიჯი გვექნება კონკრეტულ ქვეყნებთან, რომლებთანაც წინასწარი სამუშაო არის გაწეული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


რა სავალდებულო რეგულაციები დახვდება ამა თუ იმ ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორს, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ გარკვეულ ქვეყნებში იმოქმედებს გამარტივებული პროცედურები და დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ, სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ.

მისივე განმარტებით, ეს არის პირობითი სია, რომელიც ცვალებადი იქნება. მინისტრი იმედოვნებს, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიას მეტი ქვეყანა დაემატება.

ნათია თურნავას შეფასებით, 2020 წლის მარტსა და აპრილში ეკონომიკის ვარდა ლოგიკური იყო.

„ის ნეგატიური მონაცემები რაც ჩვენ მარტსა და აპრილში გვქონდა არის გლობალური კრიზისით და პანდემიით გამოწვეული. სწორედ ამ თვეებში ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ მობილობა და ეკონომიკური აქტივობა. იმის გამო რომ არ დაგვეშვა ეპიდემიის გავრცელება და პრევენციული ზომები გამოგვეყენებინა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ობიექტური სახით, თუ რა ვითარებაა ჩვენს ეკონომიკაში, გლობალური პანდემიის ფონზე ივლისის სტატისტიკაში გამოჩნდება. „ჩვენ ეტაპობრივად გავხსენით ეკონომიკა, მაგრამ რა თქმა უნდა ნეგატიური ზემოქმედება იქნება. შემაკავებელი ზომები აღარ იარსებებს და იქნება გავლენა გლობალური ეკონომიკური კრიზისის. რა თქმა უნდა ესეც ნეგატიური თვეები იქნება“, - აღნიშნა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, პოსტკრიზისული სტრატეგია, რომელიც მზადების პროცესშია და მალე იქნება გასაჯაროებული, იძლევა იმის საფუძველს, რომ 2021 წელი პოზიტიური იქნება. „სწორედ ასე წინასწარმეტყველებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ერთ-ერთი კონსერვატიული მსაჯული აკვირდება რა პროცესებს ხედავს მთავრობის ძალისხმევას,სტრუქტურული რეფორმებიც არ გაგვიჩერებია ამ მძიმე პერიოდში. მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ვინარჩუნებთ, მაქსიმალურად სოციალურ პოლიტიკას ვაძლიერებთ, ვეხმარებით დაზარალებულ ადამიანებსა და ინდუსტრიებს. ეს ყველაფერი აისახება იმაში, რომ 2021 წელი იქნება ეკონომიკური ზრდის წელი“, - განაცხდა ნათია თურნავამ.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკა -16%-ით შემცირდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up