ნათია თურნავა - ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მოვიზიდოთ ინვესტიციები ყურის ქვეყნებიდან

ნათია თურნავა - ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მოვიზიდოთ ინვესტიციები ყურის ქვეყნებიდან

access_time2020-03-02 14:07:04

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალი ინვესტიციებისა და ინვესტორების მოზიდვაზე. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მოვიზიდოთ ინვესტიციები ყურის ქვეყნებიდან,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ყატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



დელეგაციაში, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს, ასევე შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.



ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია უკვე შეხვდა ყატარის კომერციისა და ინდუსტრიის მინისტრს ალი ბინ აჰმედ ალ კუვარის, ასევე ყატარის ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს, შეიხ ფაისალ ბინ ქასიმ ალ თანისს და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს.




„შეხვედრებზე გამოიხატა მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ. ყატარიდან ზოგიერთ უკვე დაწყებული აქვს პროექტი საქართველოში, მაგრამ ორმხრივი თანამშრომლობის პოტენციალი გაცილებით დიდია. ინვესტორებს აინტერესებთ საქართველოში შემოსვლა - ისინი ხედავენ პოტენციალს სამშენებლო სექტორში, სასტუმროების ინდუსტრიასა და სხვა სექტორებში. გარდა ამისა, მათ დიდი ინტერესი აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის საპორტო - სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში. საქართველო არის აბრეშუმის გზის ნაწილი და ყატარსაც სურვილი აქვს, ამ პროცესში მიიღოს აქტიური მონაწილეობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.



მისი თქმით, შეხვედრებზე გამოითქვა ძალიან ბევრი საერთო ინტერესი. „მე ძალიან პოზიტიურად განვეწყვე და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები წამოვა ყატარიდან," - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



საქართველოს დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრას გამართავს ყატარის ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრს და კორპორაცია „Qatar Petroleum" - ის აღმასრულებელ დირექტორთან, საად შერიდა ალ კააბისთან, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან იასიმ სეიფ აჰმედ ალ სულაითისთან, აგრეთვე „Qatar Mining" - ის აღმასრულებელ დირექტორთან ჰალიდ ალ ობაიდლისთან და ადგილობრივი საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up