ნათია თურნავა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრადიციული ბაზრების შენარჩუნება

ნათია თურნავა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრადიციული ბაზრების შენარჩუნება

access_time2019-07-06 15:29:56

„თუ ვინმე მუშაობს იმისთვის, რომ მეტი არჩევანი ჰქონდეს ქართველ გლეხს, ქართველ მეღვინეს, მევენახეს, ტურიზმის დარგის მესვეურს, ეს არის ჩვენი მთავრობა. 2014 წელს მოხდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ჩვენსა და ევროკავშირს შორის, მას შემდეგ ძალიან აქტიურად ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირთან, ხელი მოეწერა მრავალ შეთანხმებას, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან, ჰონგ კონგთან, მიდის მოლაპარაკებები ინდოეთთან და ასე შემდეგ. ბოლო 7 წელიწადში გაკეთდა იმაზე მეტი, ვიდრე 20 წლის განმავლობაში “ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კახეთში, ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ეკონომიკის მინისტრთან ერთად გურჯაანში გამართულ შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობდნენ.



ნათია თურნავას შეფასებით, ერთია ის არჩევანი, რასაც მთავრობა ქმნის და მეორეა - რას ირჩევს თავად ბიზნესი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა არ კარნახობს ბიზნესს, საიდან ჩამოიყვანოს ტურისტი ან რომელ ქვეყანასთან ივაჭროს, თუმცა, არსებობს ახალი საინტერესო ბაზრები, სადაც სახელმწიფო ეხმარება ბიზნესს პირდაპირი ფრენებით, მარკეტინგული კამპანიებით და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებით.




„არსებობს რეგიონის რეალობა - ტრადიციული ბაზრები, მათ შორის რუსეთის ბაზარი, რომელიც ასევე სასურველია ბევრი ევროპული ქვეყნისთვის. ეს არის პრაგატიზმი და ბიზნესის ლოგიკა. ეს არის ბაზარი, სადაც არ გვჭირდება ბევრი ახსნა, რეკლამა და დამატებითი ხარჯები, თუ რა არის საქართველო, ქართული ღვინო და რა არის რეალობა. ეს ასეა ისტორიულად და ჩვენ რა უფლება გვაქვს, თუნდაც ამ მთავრობას, ამ პოლიტიკურ ძალას გიკარნახოთ, უარი თქვათ ამაზე პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ეს იქნება არასწორი და ეს არ არის ჩვენი ხელწერა“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.



ნათია თურნავამ მეწარმეებთან საუბრისას ასევე შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. მისი თქმით, თუ პროცესები წავიდოდა ისე, როგორც ზოგიერთ დესტრუქციულ ძალას სურდა, ეს მთლიანობაში დაარტყამდა ქვეყანას, უკან დაგვხევდა წლებით და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარება.







კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა
access_time2020-07-11 11:00:22
აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო...


მსგავსი სიახლეები

up