ნათია თურნავა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეშახტეების შრომითი პირობების გაუმჯობესება და ამას კომპანიის მენეჯმენტსაც მკაცრად მოვთხოვთ

ნათია თურნავა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეშახტეების შრომითი პირობების გაუმჯობესება და ამას კომპანიის მენეჯმენტსაც მკაცრად მოვთხოვთ

access_time2020-10-28 22:39:43

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში, კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულ მეშახტეებს შეხვდა. ამის შესახებ „კომერსანტს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.



შეხვედრას ასევე ესწრებოდენ „საქნახშირის“ მფლობელი კომპანია Steel International Trade Company-ის მენეჯერი ალექსანდრე ჩოჩია და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე.



ნათია თურნავა ადგილზე გაეცნო ტყიბულის შახტაში ახალი ინვესტორის მისვლის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებს, განახლებულ ინფრასტრუქტურას, მეშახტეების სამუშაო პირობებს და პირადად მოისმინა მეშახტეებისგან მათი სამუშაო პირობების შესახებ.




მეშახტეებთან შეხვედრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეშახტეების უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია და უაღრესად მნიშნელოვანია, რომ ადგილობრივი ნახშირის მოპოვება უსაფრთხოდ, შრომის პირობების სრული დაცვით მიმდინარეობდეს.



„მიხარია, რომ ახალი მენეჯმენტი ამ თვალსაზრისით ბევრს აკეთებს და აუმჯობესებს მეშახტეების შრომის პირობებს. ამ პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, კვების პირობების, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით შეთავაზებული სერვისების და მთლიანობაში შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის. თუმცა, მთავარი აქცენტი, რა თქმა უნდა, შრომის უსაფრთხო პირობებზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ, ხელისუფლება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მეშახტეების შრომითი პირობები გაუმჯობესდეს და ამას ინვესტორი კომპანიისგანაც მკაცრად მოვითხოვთ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მისივე თქმით, ქართული ნახშირი არის ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საწინდარი და სამომავლოდ ენერგეტიკაში ქართული ნახშირის მეტად გამოყენება იგეგმება. მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში მწყობრში ჩადგება თბოსადგურიც.



ტყიბულის შახტში ახალი ინვესტორი კომპანიის მისვლის შემდეგ უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, კერძოდ გარემონტდა და მოეწყო მიწისზედა კომპლექსი, განახლდა აბანო-გარდერობები და დამხმარე სათავსოები, სასადილო, მიმდინარეობს თანამშრომლების პირადი აღჭურვილობისა და საჭირო ეკიპირების სრული განახლება, გამართულად მუშაობს ავტომატური საგაზო დაცვა, შახტები აღიჭურვა საიმედო გაზის საზომი აპარატებით, აღდგა მწყობრიდან გამოსული მექანიზმები, განხორციელდა მიწისქვეშა გვირაბების სარეაბილიტაციო და გადამაგრებითი სამუშაოები; მოხდა ახალი მიწისქვეშა გვირაბების გაყვანა, გარემონტდა და დამზადდა ახალი სახალხო ვაგონები და სხვა.








„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები  თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?
access_time2020-12-01 10:50:13
ბრიტანელმა ექსპერტებმა გამოსცეს რეკომენდაციები, რომელშიც აღინიშნა, რომ აუცილებელია იმ პროდუქტების მიღება,რომელშიც D ვიტამინი და ომეგა 3 ჭარბობს, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა,განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის დროს. ექსპერტების ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ დაბალანსებულმა,ჯანსაღმა კვების რაციონმა შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის ამტანობა პატარებში,გაზარდოს იმუნური წინააღმდეგობა ვირუსის მიმართ და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ...

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური
access_time2020-12-01 11:00:48
„ეს ყველაფერი ძალიან არაჯასაღად გამოიყურება. ჩემი სარესტორნო სივრცე ისედაც ერთადგილიანი იყო, სხვები კი მაქსიმალურად დაშორებული მაგიდებით.  დაცული იყო ყველა რეგულაცია ისევე, როგორც უმეტეს დაწესებულებაში, მაგრამ მაინც მოვყევი ამ პროცესებში,“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორატორმა, შეფ კონსტანტინე თედელურმა ისაუბრა. შეფ კონსტანტინეს ერთმაგიდიანი ბუტიკური რესტორანი - „შეფ კონსტანტინე თედელური“, ასევე Graph Sandwich IV და კრწანისის რეზიდენციის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“
access_time2020-11-30 19:46:50
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა.   მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, - თქვა ჯანდაცვის უწყების...

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-11-30 19:43:42
ტესტირების შედეგად  საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ იფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით მინისტრი  ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.   ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა  მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.


მსგავსი სიახლეები

up