ნათია თურნავა: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებით შევუწყოთ ხელი ისეთ დარგებს, რომლებსაც აქვთ ექსპორტის განვითარებისა და იმპორტის ჩანაცვლების დიდი პოტენციალი“

ნათია თურნავა: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებით შევუწყოთ ხელი ისეთ დარგებს, რომლებსაც აქვთ ექსპორტის განვითარებისა და იმპორტის ჩანაცვლების დიდი პოტენციალი“

access_time2021-08-02 16:10:00

„დაახლოებით 60-მდე დარგისთვის, რომლებსაც აქვთ ექსპორტის განვითარების, ასევე ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემოგვაქვს მხარდაჭერის ახალი მექანიზმები - ეს არის კომბინირებული დახმარება, რომელიც გულისხმობს ერთდროულად როგორც დაბალპროცენტიან საბანკო რესურსზე ხელმისაწვდომობას, ასევე სპეციალური გრანტით სარგებლობას და სხვა მნიშვნელოვან ხელშეწყობას“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


„პროგრამას ემატება ახალი მიმართულება, სადაც აქცენტი იქნება საექსპორტო, ან იმპორტის ჩამნაცვლებელი დარგების განვითარებაზე. ასეთი არის დაახლოებით 60-მდე დარგი, სადაც გვაქვს პოტენციალი, რომ განვავითაროთ უფრო მეტად ექსპორტი, რაც ჩვენი სავალუტო შემოსავალი და ჩვენი ეკონომიკის, ლარის სიძლიერეა, ასევე საუბარია დარგებზე, რომლებსაც შეუძლიათ ადგილობრივ ბაზარზე, კონკურენციაში შევიდნენ იმპორტულ ანალოგიურ საქონელთან და ჩაანაცვლონ იმპორტი. ასეთი კომპანიები პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“ მიიღებენ კომბინირებულ დახმარებას - ეს არის ერთდროულად სესხის პროცენტის სუბსიდირება, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რითიც ჩვენ თანაუზრუნველყოფას ვთავაზობთ მათ ბანკებში და ასევე სრულიად ახალი კომპონენტი - გრანტი“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მინისტრის განმარტებით, პროგრამის ახალი მიმართულების ფარგლებში გრანტი გაიცემა სესხის 15 პროცენტის ოდენობით, არაუმეტეს ნახევარი მილიონი ლარისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ უფრო ხელმისაწვდომს ხდის დაფინანსებას მცირე ბიზნესებისთვის. ნათია თურნავას შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ისეთი დარგებისთვის, როგორიცაა ადგილობრივი საშენი მასალების, პლასტმასის, მინის, ფარმაცევტული ნაწარმის, მანქანათმშენებლობის, დანადგარების, ავტონაწილების, ტექსტილის წარმოება, საფეიქრო მრეწველობა და ჯამში, 60-მდე სხვადასხვა დარგი, რომელსაც აქვს ძლიერი პოტენციალი, განავითაროს ადგილობრივი წარმოება.


„მნიშვნელოვანია სიახლეა ისიც, რომ თუ აქამდე პროგრამის „აწარმოე საქართველოში ფარგლებში სამი წლის განმავლობაში ვაკეთებდით თანაუზრუნველყოფას, თანასუბსიდირებას სხვადასხვა ბიზნესისთვის, ამიერიდან ეს გაგრძელდება სესხის მთელი პერიოდის მანძილზე ანუ ჩვენ გვერდში დავუდგებით ბიზნესს იმდენი ხანი, რამდენიც ხნითაც ექნებათ სესხი აღებული თავისი განვითარებისთვის, ადამიანების დასაქმებისთვის თუ პროდუქციის გამოშვებისთვის“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up