ნათია თურნავა: „ჩვენმა სწორმა პოლიტიკამ მოგვაპოვებინა კონკურენტული უპირატესობაა საგარეო ბაზრებზე“

ნათია თურნავა: „ჩვენმა სწორმა პოლიტიკამ მოგვაპოვებინა კონკურენტული უპირატესობაა საგარეო ბაზრებზე“

access_time2020-10-29 13:12:34

„მიუხედავად იმისა, რომ სამყარო გლობალურად ებრძვის პანდემიას და საქართველოც, როგორც გლობალური ეკონომიკის ნაწილი, ვერ იქნება გამონაკლისი, უკვე ჩანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღების პირველი ნიშნები, რაც აისახება თვიდან თვემდე ეკონომიკური ვარდნის პროცენტის შესუსტებაში და სრულიად ლოგიკურია, რომ ამ რამდენიმე ხნის წინ საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებმა, პირველ რიგში, სავალუტო ფონდმა შეაფასა საქართველოს პერსპექტივა იმდაგვარად, რომ უახლოეს წლებში ჩვენ კვლავ ვიქნებით ერთ-ერთი რეგიონული ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



როგორც მინისტრმა აღნიშნა, სავალუტო ფონდის შეფასებით, 2021-25 წლებში ჩვენი ეკონომიკის ყოველწლიური, საშუალო ზრდის ტემპი 5,5 იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ უახლოეს პერიოდში დავძლიოთ კოვიდით გამოწვეული პრობლემები, კვლავ დავუბრუნდეთ მაღალი ზრდის ტრაექტორიას და კვლავაც შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ რეგიონული ლიდერის სტატუსი.




„ამის პირველი ნიშნები ამ თვეებში ჩანს არამარტო ეკონომიკური ვარდნის შესუსტებაში, არამედ ჩანს, თუნდაც, ექსპორტის პოზიტიურ დინამიკაში. მაგალითად: 2019 წელს ჩვენი ექსპორტი აღწევდა რეკორდულ მაჩვენებლებს, წელს კი, მიუხედავად კოვიდისა, იმ რეკორდულ ნიშნულებთან შედარებითაც გვაქვს სერიოზული ზრდა - სექტემბერში ექსპორტი გაიზარდა 8,6 პროცენტით და აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე), გაიზარდა 27 პროცენტით“ - აღნიშნა მინისტრმა.



ნათია თურნავას შეფასებით, ეს, პირველ რიგში, ადასტურებს, რომ სრულიად სწორი და გამართლებული იყო ხელისუფლების მყისიერი გადაწყვეტილება პანდემიის გავრცელების პირველივე დღიდან, როცა მიღებული იყო მკაცრი ზომები და იმართებოდა პანდემიის გავრცელება.



„ამან მოგვცა საშუალება, რომ ძალიან სწრაფად აღგვედგინა ეკონომიკური საქმიანობა ბევრ სფეროში, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროში და თუ შევხედავთ, ვინ არის მოწინავე და ლიდერი ექსპორტის ზრდაში, მათ შორის არის სწორედ სასოფლო-სამეურნეო და მისი გადამუშავებით წარმოებული პროდუქცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე სხვა ქვეყნები შედარებით უფრო დაკეტილი იყო, ჩვენ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში შევძელით და გავიტანეთ ბაზარზე უფრო მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ასევე სამკერვალო ნაწარმი, სხვა ბევრი პროდუქცია და ახალი ბაზრები ავითვისეთ. შესაბამისად, იმ პერიოდმა, როდესაც ჩვენ მინიმუმზე გვქონდა დაყვანილი ინფიცირებულთა რაოდენობა და გვქონდა მკაცრი შემზღუდავი ზომები, მოგვცა საშუალება მოგვეპოვებინა კონკურენტული უპირატესობაა საგარეო ბაზრებზე და სწორედ ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების ერთ-ერთი ლოკომოტივი ახლა არის ექსპორტი“ - განაცხადა მინისტრმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up