ნათია თურნავა: ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ იმაზე უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო

ნათია თურნავა: ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ იმაზე უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო

access_time2020-05-31 20:15:03

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის „ბამბუ ბიჩ ციხისძირი“ მშენებლობა იწყება სწორედ იმ დროს, როდესაც გლობალური ტურისტული ინდუსტრია დიდი გამოწვევის წინაშე დგას და ტურიზმი ძალიან არის დაზარალებული გლობალური პანდემიის გამო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ციხისძირში, დეველოპერული კომპანიის „რედკოს“ ახალი პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებას და მისივე განმარტებით, დარწმუნებულია, რომ ის ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი თვალსაჩინო პროექტი იქნება.

ნათია თურნავამ დღეს მონაწილეობა მიიღო სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს. პროექტი 521 პრემიუმ კლასის აპარტამენტსა და Marriott International-ის საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო aloft-ის 119 სასტუმრო ნომერს მოიცავს. სასტუმრო კომპლექსის პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობდა აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე.

ნათია თურნავას განცხადებით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 70 მლნ ლარია, ხოლო უშუალოდ კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებზე 200 ადამიანი დასაქმდება. მისი თქმით, Marriott International-ის საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო aloft-ი მსოფლიოს 25 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მათ რიცხვს საქართველოც შეემატება.

„ეს პროექტი სიმბოლურია, რადგან იწყება მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანაში სასტუმროები იხურება. ჩვენთვის ესაა იმის სიმბოლო, რომ მიუხედავად ყველა გამოწვევისა - პანდემიისა, გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და ა.შ., ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ იმაზე უფრო მეტად ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ ამ პერიოდში შევიძინეთ ახალი, უნიკალური კონკურენტული უპირატესობა. ჩვენმა ტურისტულმა ინდუსტრიამ ყველაფერს გაუძლო. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორია, რომ დღეს ჩვენ ახალ სასტუმროებს უნდა ჩავუყაროთ საფუძველი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, რომელიც დაზარალებული ტურისტული სექტორის მხარდაჭერისკენაა მიმართული, საკმაოდ ეფექტურია.

„საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, რომელიც დაზარალებული ტურისტული სექტორის მხარდაჭერისკენაა მიმართული, საკმაოდ ეფექტურია და ამ ფონზე შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ არსებული სასტუმროების შენარჩუნება, არამედ ახალი კომპლექსების მშენებლობის დაწყებაც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საწინდარი კიდევ უფრო ძლიერი ტურისტული სექტორისა საქართველოში. ამ კრიზისიდან ჩვენ უფრო ძლიერები გამოვდივართ, ვიდრე ვიყავით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომპლექსი „ბამბუ ბიჩ ციხისძირის“ ინფრასტრუქტურა მოიცავს: ნავსადგომს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, აკვაპარკს, ზიპლაინს, საბავშვო გასართობ მოედანს, სპა და ფიტნეს ცენტრს, საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურულ ავტოსადგომებს, რესტორნებსა და ბარებს. კომპლექსი განთავსდება სანაპიროს პირველ ზოლში, რომელიც შემოფარგლულია ბამბუკის ტყით.


თეგები:
თურნავა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up