ნათია თურნავა - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ  საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ძალიან დამაჯერებელი და ეფექტიანი ეკონომიკური რეფორმები გაატარა

ნათია თურნავა - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ძალიან დამაჯერებელი და ეფექტიანი ეკონომიკური რეფორმები გაატარა

access_time2020-04-09 18:01:04

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ბოლო წლებში ძალიან დამაჯერებელი და ეფექტიანი ეკონომიკური რეფორმები გაატარა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დიპლომატების მიერ საქართველოს მთავრობისა და ხალხისადმი გაგზავნილი ღია წერილის შეფასებისას განაცხადა.


მინისტრის თქმით, სწორედ ამ ეფექტური რეფორმების წყალობით ჩვენი ეკონომიკა მომზადებული შეხვდა ამ ახალ გლობალურ გამოწვევას. ნათია თურნავას განმარტებით, მსოფლიო პანდემიის დაწყებამდე, საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და გასულ წელს რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. მისივე განცხადებით, ჯერ კიდევ ამ წლის იანვრში, როდესაც მსოფლიოში უკვე გავრცელებული იყო კორონავირუსი, ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით იზრდებოდა და იანვარში 5,1%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.


„ეს გლობალური გამოწვევა იმდენად დიდია, რომ რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. მაგრამ აქამდე გატარებული და მიმდინარე რეფორმები დონორთა საზოგადოებას, ჩვენს საერთშორისო პარტნიორებს აძლევს იმის საფუძველსა და შესაძლებლობას, რომ დიდი იმედები დაამყარონ იმაზე, თუ რამდენადაც ეფექტურად ვმართვთ კორონავირუსის გამოწვევას ახლა, იმდენად სწრაფად და ეფექტურად შევძლოთ მათი დახმარებით დავუბრუნდეთ იმ აღმავალ ტენდენციას, რასაც ჩვენი ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში აჩვენებდა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მინისტრის განცხადებით, აქედან გამომდინარე, დონორები დამაჯერებლად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ ერთდ გადავლახავთ ამ ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ გამოწვევას და მზად არიან ჩვენი გვერდში დგომისა და დახმარებისთვის.



როგორც საერთშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და დიპლომატების მიერ გავრცელებულ ღია წერილშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი და ქართველი ხალხი პანდემიას ძალზე მედეგად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდნენ. ვირუსის გავრცელებისთანავე განხორციელებულმა სწრაფმა და გადამწყვეტმა ქმედებამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად და დაიმსახურა საერთაშორისო შექება. დაიწყო დახმარების სქემების შემუშავება ბიზნესებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და მიმდინარეობს მათი მხარდაჭერის გეგმების შემუშავება. ფისკალური რესურსების გონივრულმა გამოყენებამ და ბოლო წლების განმავლობაში რეზერვების დაგროვებამ საქართველოს ეკონომიკა უკეთესად მოამზადა კრიზისის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. წარმატებით გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია კრიზისზე მტკიცე რეაგირება, ქვეყნის მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up