ნათია თურნავა - ჩვენი მიზანია საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ

ნათია თურნავა - ჩვენი მიზანია საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ

access_time2021-06-22 20:00:00

ჩვენი მიზანია საინვესტიციო გარემო, 2019 წელთან შედარებით, კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ - საკუთარ მიღწევებს თავადვე ვუყენებთ ახალ გამოწვევებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნესმედია ჰოლდინგთან fDi intelligence-თან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და ცნობილმა ბიზნესმედია ჰოლდინგმა, Financial Times-ის ჯგუფის წევრმა, fDi Intelligence-მა საქართველოს შესახებ სპეციალური გამოცემა მოამზადა, რომელშიც ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო გეგმებია ასახული.


გამოცემა საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს ეხმაურება და მოიცავს როგორც მაღალი პოტენციალის მქონე სექტორების მიმოხილვას, ასევე ინტერვიუებს არსებულ ინვესტორებსა და ეკონომიკური მიმართულების წარმომადგენლებთან.


როგორც გამოცემასთან საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა.


„ჩვენთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სახსრების შემოდინების ბუნებრივი წყაროა და, ასევე, ტექნოლოგიის, ცოდნისა და კორპორატიული კულტურის გაზიარების შესაძლებლობა. კარგად გვესმის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კოვიდ-19-ის ეპოქაში გასაზრდელად, კიდევ უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ ინვესტორების მოსაზიდად, რადგან კონკურენცია ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, უფრო მკვეთრი გახდა",- აღნიშნა ნათია თურნავამ.



მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის ეგზისტენციალური არჩევანია.


„150-ზე მეტი კანონი და კანონქვემდებარე აქტი უკვე დავაახლოვეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთან. განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რაც წევრობის წინაპირობაა. ევროკავშირი უკვე არის საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი, ჩვენს ექსპორტში 22–23%-იანი წილით, და კომპანიების რიცხვი, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობა, რომლებსაც ევროპაში გააქვთ პროდუქცია, ყოველწლიურად იზრდება. ასევე ერთგულები ვართ დაკავშირებულობის (connectivity) პროგრამისა, რომლის ფარგლებშიც ვავითარებთ ყველა სახის ინფრასტრუქტურას, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ბაზრებთან აახლოებს. მაგალითად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჩვენ ვატარებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას შავი ზღვის ქვეშ მაღალი ძაბვის დენის კაბელის გაყვანასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს მწვანე ენერგიის გაცვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


აღსანიშნავია, რომ fDi Intelligence Magazine-ს 15,500-მდე გამომწერი ჰყავს, საიდანაც თითქმის 85% მულტინაციონალური კომპანიების მაღალი დონის მენეჯერები არიან. ამასთან, fDi Intellegence Magazine ვებგვერდს 36,000 რეგისტრირებული გამომწერი ჰყავს, საიდანაც დაახლოებით 54% მაღალი დონის მენეჯერები ან საინვესტიციო კონსულტანტები არიან.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up