ნათია თურნავა - ჩვენი დახმარების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი ის ადამიანები იქნებიან, ვინც მთავრობის დიდი მცდელობის მიუხედავად, სამუშაო ადგილებს დაკარგავენ

ნათია თურნავა - ჩვენი დახმარების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი ის ადამიანები იქნებიან, ვინც მთავრობის დიდი მცდელობის მიუხედავად, სამუშაო ადგილებს დაკარგავენ

access_time2020-03-24 15:01:24

„ჩვენ ვმუშაობთ ზოგადად კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შერბილების ღონისძიებებზე - ჩვენი მთავარი ობიექტი ის ადამიანები არიან, ვინც, მიუხედავად მცდელობისა, სამუშაო ადგილების გარეშე დარჩებიან, რადგან ძალიან გაუჭირდა კერძო სექტორს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს როგორც ბიზნესსექტორის, ისე უმუშევრად დარჩენლი მოქალაქეების დახმარების პროგრამაზე, რომელიც უახლოეს დღეებში საჯარო გახდება.


„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბიზნესისთვის გადასახადების სხვადასხვა წნეხი შევარბილოთ, მაგრამ ეს იმდენად დიდი და გლობალური ეკონომიკური კრიზისია მსოფლიოში, და საქართველო მსოფლიოს ნაწილია, რომ ვერ გამოვრიცხავთ - გვეყოლება ადამიანები, ვინც დაკარგავს სამუშაო ადგილებს, ისინი ჩვენი დახმარების ერთ-ერთი მთავარი ობიექტია", - აღნიშნა მინისტრმა.


ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფოს დახმარების პროგრმა ორი მიმართულებით იმუშავებს: დახმარების ობიექტი ის ბიზნესები იქნება, რომლებიც ამ დახმარების შედეგად შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს და უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები.



„ჩვენ ასე დავიწყეთ და ამიტომაც დავეხმარეთ სასტუმროებს და ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიას და ჯამში მათ ერთმილიარდლარიანი შეღავათები გავუწიეთ, რომ მათ აიღეს ვალდებულება - გარკვეული დროის განმავლობაში პერსონალს არ შეამცირებენ, და ისინი მიყვებიან ამ შეთანხმებას. ანუ, ჩვენ ერთი მხრივ ვეხმარებით ბიზნესს, რომ მან შეინარჩუნოს დასაქმებულები და სამუშაო ადგილები და მეორე მხრივ, აქცენტი გვაქვს იმ ადამიანებზე და ფიზიკურ პირებზე, ვინც მიუხედავად მთავრობის დიდი მცდელობისა, მაინც დაკარგავს სამუშაო ადგილებს. ა,ი ეს ორი მიმართუელბა იქნება ასახული ჩვენს პროგრამაში, რომელიც ძალიან მალე გახდება საჯარო", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up