ნათია თურნავა - ჩვენი ამოცანაა, რომ კურორტი 2024 წლიდან უკვე ამოქმედდეს

ნათია თურნავა - ჩვენი ამოცანაა, რომ კურორტი 2024 წლიდან უკვე ამოქმედდეს

access_time2019-11-11 16:32:37

„ბიზნესს უნდა ჰქონდეს ნათელი ხედვა, თუ როგორ განვითარდება კურორტი წყალტუბო. ამ კუთხით, პირველი და მთავარი აქცენტი კეთდება გენერალური გეგმის შემუშავებაზე, რაც მოხდება არასამთავრობოს სექტორის, ექსპერტების და სხვა დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობით. ჩვენი ამოცანაა, რომ კურორტი 2024 წლიდან უკვე ამოქმედდეს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას წყალტუბოს განვითარების კონცეფციის საჯარო პრეზენტაციის შემდეგ.


მინისტრის განცხადებით, მთავრობა მოკლე ვადებში წყალტუბოში არსებულ სახელმწიფო ქონებას ბიზნესს საბაზრო ფასად შესთავაზებს. ნათია თურნავას ინფორმაციით, დღეს არსებული ოფიციალური შეფასებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 ობიექტის ფასი 47,5 მლნ ლარია.


„ჩვენი შემდეგი ნაბიჯია, მოვამზადოთ ეს ობიექტები კვლავ საპრივატიზებოდ და საბაზრო პირობებით შევთავაზოთ ბიზნესს. ამის შემდეგ, თუ დარჩება ისეთი ობიექტები, ან ინფრასტრუქტურის ნაწილი, სადაც ბიზნესი ვერ შეძლებს ინვესტიციის განხორციელებას, არ გამოხატავს ინტერესს, ან რესურსის ნაკლებობას იგრძნობს, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ იგივე ფონდი „ქართუ"-სა, თუ თანაინვესტირების ფონდის რესურსს," - განაცხადა ნათია თურნავამ.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სოციალური ქველმოქმედების განხორციელების ინიციატივამ ძალიან ძლიერი სტიმული შექმნა ყველასთვის, მათ შორის, იმ კონკრეტული ბიზნესებისა და ინვესტორებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ წყალტუბოში სასტუმროებს თუ სანატორიუმებს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო დღემდე ინვესტიციის განხორციელება ვერ მოახერხეს


„კომერსანტი“




ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...


მსგავსი სიახლეები

up