ნათია თურნავა - ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ გლობალურ სტარტაპებს

ნათია თურნავა - ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ გლობალურ სტარტაპებს

access_time2020-02-20 21:23:34

„2019 წელი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთვის საკმაოდ წარმატებული იყო. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა, ჩვენი ეკონომიკური გუნდი აშენებს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, რაც წარმოუდგენელია ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერის გარეშე. ამ მხრივ მართლაც კარგი მიღწევები გვაქვს", - ამის შესახებ ნათია თურნავამ „ტექნოპარკში" გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს 5 წლის მუშაობის შედეგები და 2020 წლის გეგმები წარუდგინა.


სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი სტარტაპების მხარდაჭერის პირველ პროგრამას, რომელიც 100 000-იანი გრანტებით დაფინანსებას გულისხმობდა. მინისტრის თქმით, პროგრამისადმი ინტერესი იყო ძალიან დიდი და საჭირო გახდა მისი შემდგომი გაგრძელება, პროგრამას მთავრობის მხრიდან დაემატა 650 000-იანი გრანტები.


„ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს უკვე 60-მდე ბენეფიციარია დაფინანსებული, რომლებიც ძალიან მკაცრი პროცედურების შედეგად შეირჩა. ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად, მიხარია, რომ უკვე გვაქვს რამდენიმე სტარტაპი, რომლებმაც აღიარება ჰპოვეს გლობალურ ბაზარზე. სტარტაპი ვითარდება საქართველოში, მაგრამ თავის დანიშნულებით ის არ ეკუთვნის ერთ რომელიმე ქვეყანას, ჩვენი ამოცანა კი სწორედ ასეთი გლობალური სტარტაპების მხარდაჭერაა" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ნათია თურნავამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კერძო სექტორს, რომელიც, მინისტრის განცხადებით, აქტიურად არის ჩართული და სულ უფრო მეტ ინტერესს გამოხატავს პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი სტარტაპების შემდგომი დაფინანსების და განვითარების მიმართ.



„მსურს, ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დონორ ორგანიზაციებს - მსოფლიო ბანკს, ევროკავშირს და სხვა ორგანიზაციებს. ძალიან დიდია ჩვენი პარტნიორების რიცხვი, ვინც გვეხმარება და მსურს ყველას მადლობა გადავუხადო" - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ტექნოპარკში გამართულ პრეზენტაციას საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები და სტარტაპები ესწრებოდნენ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up