ნათია თურნავა: ჩვენ ხელს შევუწყობთ, რათა „Ferring Pharmaceuticals“ - მა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გადაწყვიტოს ბიზნეს საქმიანობის დაწყება საქართველოში

ნათია თურნავა: ჩვენ ხელს შევუწყობთ, რათა „Ferring Pharmaceuticals“ - მა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გადაწყვიტოს ბიზნეს საქმიანობის დაწყება საქართველოში

access_time2020-08-18 11:34:21

„მსხვილი ევროპული ფარმაცევტული კომპანია „Ferring Pharmaceuticals" - ი განსაკუთრებით დაინტერესებულია მიკრობიოლოგიითა და ფაგებით. კომპანიაში დადებითად აფასებენ საქართველოში არსებული ეკონომიკურ ვითარებას და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს. ონლაინ - შეხვედრაზე დავსახეთ კონკრეტული გეგმები. კომპანიაში ინვესტიციებისთვის მზადყოფნა უკვე გამოხატეს,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფარმაცევტული კომპანიის „Ferring Pharmaceuticals" - ის პრეზიდენტ პერ ფალკთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ონლაინ - შეხვედრა უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში გაიმართა და მასში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" გენერალური დირექტორი მიხეილ ხიდურელი მონაწილეობდა.


„საქართველოს ეკონომიკა თანდათან იწყებს გამოცოცხლებას და ტემპებით ბევრ ქვეყანას ვასწრებთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიზიდოთ უცხოური ინვესტორები," - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა თავის სამშობლოში და მსოფლიოში აღნიშნული პროფილის 50 უმსხვილესი კორპორაციათა შორისაა. „ჩვენ ხელს შევუწყობთ, რათა „Ferring Pharmaceuticals" - მა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გადაწყვიტოს ბიზნეს საქმიანობის დაწყება საქართველოში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.



„აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ ერთად, უცხოური ინვესტიციების პროაქტიული მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმას ახორციელებს. აღნიშნულის ფარგლებში, უკვე გაიმართა შეხვედრები 400 - ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან საქართველოში მათი ბიზნეს აქტივობის დაწყების ან გაფართოების მიზნით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up