ნათია თურნავა - ჩვენ ვეხმარებით და მომავალშიც მხარში დავუდგებით საქართველოს ტურისტულ სექტორს, განსაკუთრებით მცირე და საოჯახო სასტუმროებს, რათა მათ მალე ჩვეულ რეჟიმში შეძლონ საქმიანობის განახლება

ნათია თურნავა - ჩვენ ვეხმარებით და მომავალშიც მხარში დავუდგებით საქართველოს ტურისტულ სექტორს, განსაკუთრებით მცირე და საოჯახო სასტუმროებს, რათა მათ მალე ჩვეულ რეჟიმში შეძლონ საქმიანობის განახლება

access_time2021-05-15 11:40:11

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა შეკვეთილში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში ბენეფიციარ სასტუმროს „რეზოლუტს ეწვია და დაინტერესდა, რამდენად მომზადებული ხვდება ის ტურისტულ სეზონს.

მიუხედავად იმისა, რომ „რეზოლუტი ორი წელია, აშენდა, პანდემიის გამო, სასტუმრო ტურისტებს ვერ ემსახურებოდა. შარშან „რეზოლუტში რამდენიმე თვის განმავლობაში კოვიდ-სასტუმრო ფუნქციონირებდა, შედეგად, სასტუმროს პერსონალმა კარგად იცის, როგორ მოემსახუროს დამსვენებლებს უსაფრთხოდ და რეგულაციების მკაცრი დაცვით.

„მცირე სასტუმრო „რეზოლუტი, სადაც დასაქმებულია 20-მდე ადამიანი, გაიხსნა „აწარმოე საქართველოში დახმარებით. პანდემიის პერიოდში, ფუნქციონირებდა როგორც კოვიდ-სასტუმრო და ახლა ემზადება, ნორმალურ რეჟიმში, ტურისტებს უსაფრთხოდ მოემსახუროს. სასტუმროს უკვე აქვს ჯავშნები როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენი სასტუმრო ინდუსტრია ემზადება, სრულფასოვნად უმასპინძლოს ტურისტებს. ჩვენ მათ გვერდში ვართ, რომ მალე მოხდეს სასტუმრო პერსონალის ვაქცინაცია და ამისთვის საჭირო ყველა ინფრასტრუქტურული საკითხი დროულად გადაწყდეს, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, სასტუმრო ინდუსტრიის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. „ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში კვლავაც მხარში უდგას სასტუმროებს, განსაკუთრებით, მცირე და საოჯახოებს, რათა ისინი მომზადებული დახვდნენ და წლევანდელი ტურისტული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარონ, - განაცხადა ნათია თურნავამ.


სასტუმრო „რეზოლუტში სასტუმროში 33 ნომერია. სასტუმრო 2020 წლის ნოემბერი - დეკემბერში ფუნქციონირებდა როგორც კოვიდ სასტუმრო.





500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up