ნათია თურნავა - ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ ენერგეტიკას, რომელიც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი და დამოუკიდებლობის საწინდარია

ნათია თურნავა - ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ ენერგეტიკას, რომელიც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი და დამოუკიდებლობის საწინდარია

access_time2020-05-26 14:12:40

„ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ ენერგეტიკას, რომელიც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი და დამოუკიდებლობის საწინდარია. ჩვენ ვაძლიერებთ ადგილობრივ წარმოებას, ქართულ მრეწველობას, ქართულ ენერგეტიკას და ყოველივე ამაზე იგება საქართველოს დამოუკიდებლობა და სიძლიერე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბორჯომიდან მიულოცა.



ბორჯომში მინისტრი საქართველოში პირველი ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. „ბორჯომ-პარკში ისტორიული ბორჯომი ჰესის შენობის რეაბილიტაცია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ჩართულობით მიმდინარეობს. ეს არის პირველი ჰესი საქართველოში, რომელიც 1899 წელს ამოქმედდა. აქედან იწყებოდა საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ეს ძალიან სიმბოლურია, რადგან დღეს ჩვენ ვართ ძლიერი, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ 2017 წლიდან ევროკავშირის ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი ქვეყანა ვართ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up